ქსელში ხანძრის გამო ვერა-ვაკის რაიონის ქუჩებს ელექტრომომარაგება შეუწყდათ
ქსელში ხანძრის გამო ვერა-ვაკის რაიონის ქუჩებს ელექტრომომარაგება შეუწყდათ. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.
ელექტროენერგია არ მიეწოდება შემდეგ ქუჩებს:
შანიძის ქ.,ბარნოვის ქ.,ერეკლე ტატიშვილის ქ.(ვერა),ტარიელ სვანიძის ქ.,დიმიტრი ბაქრაძის შეს. (ვაკე) ,ჭოველიძის ქ.,შოთა მილორავას II ჩიხი ,გოგებაშვილის გას.,რჩეულიშვილის ქ.(ვ/ვ) ,გოგებაშვილის III შეს III ჩიხი,გუნიას I გას.,გუნიას II გას,თარხნიშვილის გას. ,თარხნიშვილის ჩიხი,დიმიტრი ბაქრაძის II შეს. (ვაკე) ,შატბერაშვილის II შეს ,ბარნოვის შეს.,თეიმურაზ ჩირგაძის ქ. (ვერა-ვაკე) ,კეკელიძის ქ.,შატბერაშვილის ქ. ,შროშის ქ.,ქობულეთის ქ. ,ხორავას ქ.,ჯანაშიას ჩიხი,ზანდუკელის ქ. ,ნათია ბაშალეიშვილის ქ. ,გუნიას შეს.,შატბერაშვილის I შეს ,ბარნოვის II ჩიხი,ყაზბეგის ჩიხი,გუდაურის ჩიხი,გოგებაშვილის ქ.,ივანე კერესელიძე ,ჯანაშიას ქ.,პეტრე მელიქიშვილის ჩიხი ,ინოლა გურგულიას ქ. ,არაგვის ქ.,ბელინსკის ქ.,გოგებაშვილის I გას. ,ბარნოვის I შესახვევი,შატბერაშვილის ხევი ,პეტრე მელიქიშვილის გამზ ,ბარნოვის I ჩიხი ,ალექსი მაჭავარიანის ქ. ,შოთა მილორავას შეს. ,ტარიელ სვანიძის ჩიხი I,შოთა მილორავას ჩიხი ,მარაბდის შეს,გოგებაშვილის III შეს,ნინო ჟვანიას ქ. ,ყაზბეგის ქ.,ერეკლე ტატიშვილის ჩიხი ,შოთა მილორავას ქ ,თერგის ქ. ,გოგებაშვილის II შეს. ,გუნიას ქ.,გოგებაშვილის I შეს.,თარხნიშვილის შეს.,შატბერაშვილის III შეს ,შატბერაშვილის II ჩიხი,ოშკის ქ .(მუხიანი-2 დასახლება) ,დიმიტრი ბაქრაძის ქ. (ვაკე) ,ტარიელ სვანიძის ჩიხ. ,ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ქ.(ვაკე) ,გალის ქ.,გოგებაშვილის III ჩიხი,გოგებაშვილის II გას.,კოსტავას ქ. ,დიმიტრი ბაქრაძის I შეს. (ვაკე) ,გიორგი შენგელაიას ქ.,გუდაურის ქ. ,თარხნიშვილის ქ.,ტარიელ სვანიძის შეს. ,ხორავას ჩიხი ,ბარნოვის II შეს. ,პეტრიაშვილის ქ. ,თარხნიშვილის I ჩიხი,დიმიტრი ბაქრაძის I ჩიხი (ვაკე),მარაბდის ქ. ,მარუხის გმირთა ქ.
ენერგომომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო: 06.07.2023 01:09 სთ.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.