მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214
-0.0003
flag
AZN 1.5646
-0.0005
flag
CNY 39.23
-0.0061
flag
EUR 3.0723
-0.0056
flag
GBP 3.5619
-0.0024
flag
KZT 54.49
-0.0004
flag
TRY 0.0576
-0.0001
flag
USD 2.6593
-0.0014
news banner

ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები

news image
mbc image

უკანასკნელ პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი ადამიანების შეცდომაში შეყვანა და მათგან მოტყუებით თანხის მიღებაა.

ერთი სქემა ითვალისწინებს WhatsApp-ში ან სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციაში, ერთი შეხედვით ნაცნობი კონტაქტისგან, შეტყობინების მიღებას. შეტყობინებაში ყალბი ბმულით თაღლითურ ვებგვერდზე გადასვლა და საბარათე თუ სხვა პირადი ინფორმაციის შეყვანაა მოთხოვნილი. შედეგად, თაღლითები იღებენ წვდომას ტელეფონზე. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ახლობლის სახელით მომხმარებელი პირდაპირ გადარიცხვის მოთხოვნას იღებს.

მეორე სქემის თანახმად, ელ-ფოსტაზე ფინანსური ინსტიტუტების სახელით ვრცელდება ყალბი შეტყობინებები, რომლებშიც, თითქოსდა ახალი რეგულაციების მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებლისგან საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლას ითხოვს. აქაც, მომხმარებლებს პირადი ან ბარათის ინფორმაციის შეყვანის მოთხოვნა ხვდებათ.

გახსოვდეთ:

1.არ დაეყრდნოთ მხოლოდ შეტყობინებას, თუნდაც ის მეგობრის ან ოჯახის წევრისგან იყოს გამოგზავნილი - თუ ერთი სხვა საკომუნიკაციო არხით თანხის გადარიცხვას გთხოვენ, მოთხოვნა სხვა არხით გადაამოწმეთ ან დაუკავშირდით გამომგზავნს პირადად.

2.ბანკი არასდროს მოგთხოვთ კონფიდენციალური ინფორმაციის ვებგვერდზე შეყვანას - ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ბანკთან ოფიციალური საკომუნიკაციო არხით. 

3.სისტემატიურად განაახლეთ თქვენი მობილური ტელეფონი და სამუშაო კომპიუტერის ოპერაციული სისტემის ვერსია - თაღლითები სწორედ განუახლებელი მოწყობილობების მოწყვლადობებით სარგებლობენ და თაღლითურ სქემებს მათი მეშვეობით ახორციელებენ.

4.ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია - ის კიდევ ერთ დამატებით უსაფრთხოების შრეს წარმოადგენს თქვენი მოწყობილობებისა და ანგარიშების დასაცავად.

5.იმ შემთხვევაში, თუ მოტყუვდით და გააზიარეთ პაროლი, ფინანსური ან საბარათე მონაცემები თაღლითურ გვერდზე, შეცვალეთ ეს პაროლი ყველგან და დაბლოკეთ ის ბარათი, რომლის მონაცემებიც თაღლითურ ვებგვერდზე შეიყვანეთ.

ფინანსური ან პირადი მონაცემების გაზიარებამდე ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ ნამდვილად სანდო სივრცეში შეგყავთ. რამდენიმე წუთიანმა გადამოწმებამ შესაძლოა თავიდან ფინანსური ზარალი აგარიდოთ!

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

10.06.2026.16:44

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.

გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა