ქუთაისში ადრიანო ჩელენტანოს ორეულის კონცერტი გაიმართება
ქუთაისში ადრიანო ჩელენტანოს ორეულის კონცერტი გაიმართება. ბილეთის ფასი 35-დან 100 ლარამდეა.
TKT.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 9 დეკემბერს Პირველად ქუთაისში, ,,კრეატივ ეპიზოდის’’ ორგანიზებით, “ბერი ანდრიას” სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ, ადოლფო სებასტიანის - ადრიანო ჩელენტანოს ორეულის კონცერტს.
კონცერტიდან შემოსული თანხა “ბერი ანდრიას” სახელობის ფონდში გადაირიცხება.
კონცერტი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 20:00 საათზე დაიწყება.
„თავიდან შეიყვარეთ ადრიანო ჩელენტანო ადოლფო სებასტიანის ოფიციალური ტრიბუტით!
ადრიანო ჩელენტანო მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული არტისტი და უნიკალური პიროვნებაა, როგორც ფილმებში, ასევე სცენაზე.
ის არის კინორეჟისორი და სცენარისტი, მუშაობს ტელეწამყვანად და ვიდეო რედაქტორად და მეტიც, ის ფანტასტიკური მომღერალია.
არის თუ არა ვინმე ისეთი ცნობილი თეატრების, კინოსა და შოუების სამყაროში? ჩელენტანო აბსოლუტურად წარმოუდგენელია ყველაფერში, რასაც აკეთებს.
დღეს ჩელენტანოს მრავალი თრიბიუთი და დოპელგენერი არსებობს, მაგრამ ყველაზე ცნობილი არის ჩელენტანოს შოუ ადოლფო სებასტიანის მონაწილეობით.
ადოლფო სებასტიანის შოუ-პროგრამა სწრაფად გახდა პოპულარული როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ის ასევე მოიწონა თავად ადრიანო ჩელენტანომ“, - აღნიშნულია TKT.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.