ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 700 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა.
ამ ეტაპზე, სკოლის შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები, ასევე, სკოლის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეების მოწყობას და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნას.
სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 14.5 მილიონ ლარზე მეტია.
სხვა სიახლეები
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
23.11.2026.09:11
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ17-კმ18 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.