მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.4
-0.0122
flag
AZN 1.5518
-0.0003
flag
CNY 38.818
0.0013
flag
EUR 3.014
0.0031
flag
GBP 3.5354
0.0116
flag
KZT 56.45
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6376
-0.0008
news banner

ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

ყვარლის თეატრის შენობა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია აშენებული და საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტის მიზანია შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება და მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.

საპროექტო დავალების ფარგლებში შემუშავდება შენობის რეაბილიტაცია-ადაპტაციის სრული პროექტი და შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. გათვალისწინებულია სივრცეების ოპტიმიზაცია, მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზის, სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეების, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლებისთვის განკუთვნილი ოთახების, ასევე საგამოფენო სივრცის მოწყობა.

განახლების შედეგად ყვარლის სახალხო თეატრი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას შესთავაზებს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების პირველი სერტიფიკატი გასცა

09.07.2026.20:28

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების რეგულირების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი.

საავიაციო სკოლა „მიმინო" გახდა პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზემსუბუქი თვითმფრინავის (მე-2 კლასი) ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მაძიებელ პილოტებს მოამზადებს. სერტიფიცირების პროცესში სააგენტომ შეისწავლა სასწავლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შეამოწმა სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობა და დაადგინა მათი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან.

პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების სავალდებულო მოთხოვნები 2026 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სააგენტოს მიერ, განისაზღვრა ინსტრუქტორთა მომზადების შესაბამისი სტანდარტი, ინსტრუქტორის საფრენოსნო გამოცდილების მოთხოვნები, ასევე კრიტერიუმები ინსტრუქტორთა სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პედაგოგიური რესურსის მიმართ.

განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ინსტრუქტორთა მომზადება და გადამზადება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში. ინსტრუქტორები კი, თავის მხრივ დამოუკიდებლად ახდენენ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ფრენის სურვილის მქონე პილოტ-კურსანტების სწავლებასა და მომზადებას. ცვლილება ხელს უწყობს ცოდნის სტანდარტიზაციას, რაც პირდაპირ აისახება ფრენების უსაფრთხოებაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა