მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველა პრობლემაში უნდა დავინახოთ შესაძლებლობა - ჭარბი ელექტროენერგია დამატებითი მოხმარებისთვის უნდა გამოვიყენოთ | გიორგი მარგებაძე

news image
mbc image

ყველა პრობლემაში უნდა დავინახოთ შესაძლებლობა - ჭარბი ელექტროენერგია დამატებითი მოხმარებისთვის უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ განაცხადა.

„ჩვენ, პირველ ნახევარში, ორი ძირითადი, მნიშვნელოვანი მომენტი დავინახეთ და გვაჩვენა ჩვენმა ენერგო სექტორმა, რომ ამ პერიოდში რა იმპორტიც ჩვენ განვახორციელეთ ელექტროენერგიის სახით - თბოსადგურებს ჯერ არ ვგულისხმობ ეს არის დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი კილოვატსაათი. ეს ყველაფერი მოხდა ზამთრის თვეში, ძირითადად იანვარში, თებერვალსა და მარტში.

ამის იქეთ უკვე ვხედავთ, რომ მაის-ივნისში ჩვენ გვქონდა პროფიციტი და ვხედავთ, ჩვენი სეზონურობა როგორი არის. ვხედავთ, რომ ზამთრის პერიოდში გვაქვს ძალიან დიდი დეფიციტი, გაზაფხულის პერიოდში, ზაფხულის პირველ თვეში კი გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია.

ამიტომ სამუშაო ამ კუთხით არის. ეს ძალიან სენსიტიური მომენტია, როდესაც შენ პლუს კიდევ დამატებით ელექტროენერგიის გენერაციები უნდა შექმნა იმისთვის, რომ ზამთრის მოხმარება დააკმაყოფილო. აქეთ ჭარბი ელექტროენერგიის პრობლემა გიდგას, რომელმაც საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ენერგო სექტორს. დაახლოებით 100 მილიონამდე არის ის ზარალი, რომელიც ჰიდრორესურსებმა, არამარტო ჰიდრომ, გენერაციებმა განიცადეს.

ვხედავთ, რამხელა კომპლექსური სამუშაო არის ამ კუთხით სამინისტროსთვის და ზოგადად სახელმწიფოსთვის. რამდენად ბევრი რამ არის დასაფიქრებელი.
ვგულისხმობ იმას, რომ, ერთი, უნდა შექმნა ისეთი მოდელი, რომ ინვესტორისთვის საინტერესო იყოს ენერგეტიკა, პლუს იმ დაღვრებთან ერთად, რომელიც დღეს გვაქვს. იმიტომ, რომ ბანკები, რომლებიც უყურებენ დღეს, უკვე ახალი პროექტით რომ მიდიხარ ფინანსურ მოდელში, შენ დაახლოებით 50-60%-ით გიმცირებენ მაის-ივნისის გამომუშავებას და ეს ჰიდროსთვის ძალიან კრიტიკული პერიოდია, იმიტომ, რომ 100%-ით დატვირთულობით მუშაობს მაგ დროს.

ამ დროს სახელმწიფომ რაღაც უნდა მოიფიქროს, ისეთი შექმნას დამატებითი მოხმარების წყაროები, თუნდაც. ან ყველაზე მთავარი, რაც არის სასწრაფო ნაბიჯი გადასადგმელი - გარანტირებული შესყიდვის ტარიფი შესთავაზოს სადგურებს და რაღაცნაირად, იმ თვეებში, როდესაც სადგურები მუშაობენ სრულად, როდესაც ჩვენ გვაქვს დეფიციტი, უნდა გადაიხედოს.

აუქციონის სახით მოხდება ეს თუ რა სახით მოხდება, ეს საფიქრალია. უნდა გადაიხედოს CFD ტარიფი. ვფიქრობ, რომ ახალი აუქციონიც უნდა ჩატარდეს, იმიტომ, რომ, გარდა ამ დაღვრებისა, ჩვენ ბაზარზე უამრავი ცვლილება გვაქვს მიღებული.

ჩვენ ელემენტარული რომ ავიღოთ, ყველაზე ელემენტარული - ბოლო 6 თვის განმავლობაში დიზელის ფასი და ვიცით ჩვენ, მშენებლობას როცა ახორციელებ, იქ მანქანა-მექანიზმები, ტექნიკა მუშაობს ყველა საწვავზე, დიზელზე 1.60 ლარით არის გაძვირებული.

ჩვენ რომ ავიღოთ ყველაზე მარტივი, ერთ მანქანაზე დღეში 250 ლიტრი, რომელიც შენ გჭირდება, ერთ მანქანაზე 400 ლარით გაგიძვირდა დღეში. ერთი მანქანა არ მუშაობს, ყველამ ვიცით, მუშაობს 4-5 მანქანა. დაახლოებით, ეს მთლიან პროექტზე რომ ავიღოთ, 2-წლიან პროექტზე, 2 წელი არ ამუშავებ სრულად ტექნიკას, მაგრამ წელიწადნახევარი, ანუ მილიონი ლარით მხოლოდ და მხოლოდ გაგეზარდა საწვავის ღირებულება.

აღარ ვსაუბრობ იმაზე, მილების ფასი როგორ გაძვირდა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ტრანსპორტირება იმიტომ, რომ ისიც იგივე საწვავზეა მიბმული აგრეგატები ევროპაში, ბევრი კომპონენტი არის. შესაბამისად, ის, რაც ხდებოდა 6 თვის წინ, ომებმა და ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ და ა.შ., აბსოლუტურად, რადიკალურად სხვა სურათი დააყენა.

შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს სეზონური პრობლემა. ეს სეზონური პრობლემა დასარეგულირებელია. გრძელვადიანი დარეგულირება არის ის, რომ შექმნა მოხმარებები, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პერიოდში გვაქვს ჭარბი ელექტროენერგია, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს საშუალება შექმნას დამატებითი მოხმარების წყაროები და შესთავაზოს ელექტროენერგიის იაფი წყარო.

დაღვრას ჯობს, გაყიდო ელექტროენერგია, პირობითად ვამბობ, ენგურის ფასად. ამიტომ შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ მიმზიდველი გახადო საქართველოს ბაზარი ამ პერიოდისთვის. არ ვიცი, ეს იქნება დატა-ცენტრები, ეს იქნება აგრონომია თუ რა იქნება.

აგრონომია ვახსენე და აუცილებლად სათქმელი არის სოფლის მეურნეობის კუთხით: კომუნისტების პერიოდში 400 მეგავატს, დაახლოებით 400 და პლიუს მეგავატს, ხმარობდა სარწყავი სისტემები. მთლიანად, მთელი საქართველო ირწყვებოდა ფაქტობრივად. დღეს არის ეს 50 მეგავატზე ჩამოსული.

აი, იმის განვითარებით, თუნდაც, ერთ-ერთი ბუსტი იქნება სერიოზული, თან ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ჰიდრორესურსებით წყალს ვღვრით. რომ სოფლის მეურნეობა განავითარო და ასე შემდეგ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს დასაღვრელი ელექტროენერგია და რატომ უნდა დაღვარო, როცა შეგიძლია იაფად შესთავაზო? უთხრა გენერაციას - დიდად მადლობელი იქნება, რომ უთხრა, რომ აღარ დაღვარო და მოდი, 3 თეთრად, 4 თეთრად.

ეს არის პოტენციალი. ყველა პრობლემაში ჩვენ უნდა დავინახოთ რაღაცა შესაძლებლობა. თუმცა ეს არის გრძელვადიანი.

ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ბლექაუთები, რომელიც ჩვენ ვნახეთ და ეს უკვე პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ დავინახეთ და ამაზე სულ ვსაუბრობდით და ჩემს ინტერვიუებში ყოველთვის ვამბობდი, რომ მაინცდამაინც უნდა ჩავბნელდეთ, რომ დავიწყოთ რაღაც ფიქრი.

ეს არის ელექტროსისტემის ქსელების რეაბილიტაცია და, თუნდაც, იმ იმერეთის ხაზის, რომელიც ასე მარტო, ეულად აღმოსავლეთს და დასავლეთს აკავშირებს, რაღაც გაკეთდეს - პარალელური ხაზი აშენდეს, განახლებული ქვესადგურები და ასე შემდეგ“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა