მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში მაღალი სტანდარტის კინოთეატრი და სპორტული მოედნები მოეწყობა - გიორგი პატარიძე

news image
mbc image

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი" ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დაგეგმილ ინოვაციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაწესებულებაში მაღალი სტანდარტის კინოთეატრი გაიხსნება, რომელიც კინოჩვენებებთან ერთად სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისა და აქტივობისთვისაც იქნება განკუთვნილი.

გიორგი პატარიძის განცხადებით, ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში კინოთეატრის გარდა სპორტული მოედნების მშენებლობაც მიმდინარეობს.

„2027 წლის პირველ კვარტალში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდება პროექტი, რომელიც არის მართლაც უპრეცედენტო ევრაზიის კონტინენტზე, ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა კვლევებმა ასე აჩვენა. ეს პროექტი არის ახალი, მაღალი სტანდარტის კინოთეატრის მოწყობა ლაითურის პენიტენციურ დაწესებულებაში. წარმოიდგინეთ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე და კინოჩვენებებზე. იგი იქნება არა მხოლოდ კინოჩვენებისთვის, არამედ სხვადასხვა კულტურული ღონიძიებისა და აქტივობისთვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. ახლა, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იქ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები სპორტული მოედნების მოწყობის მხრივ. რეალურად, ყოველივე ეს კარგად მეტყველებს კონტრასტზე - თუ რაზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ დღეს ჩვენ და რა პროცესები მიმდინარეობდა 2012 წლამდე", – განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და სხვადასხვა რისკის მსჯავრდებულთა განთავსებას ითვალისწინებს.

„ლაითურის №1 პენიტენციური დაწესებულება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ერთ-ერთი უნიკალური დაწესებულებაა და მე შემიძლია, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვთქვა, რომ ამ სტანდარტზე მეტიც არის. ამ დაწესებულებას შეუძლია, მიიღოს სხვადასხვა რისკის მსჯავრდებულები როგორც დაბალი რისკის, ისე საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის მსჯავრდებულები. ასევე, ჩვენ 2027 წლის პირველ კვარტალში შესაძლებლობა გვექნება, ლაითურში გადავიყვანოთ უკვე დაბალი რისკის მსჯავრდებულებიც და გავცეთ შესაბამისი სერვისებიც", – განაცხადა გიორგი პატარიძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა