მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის (LATO) მიწვევით, ვიქტორ ყიფიანმა ლატვიელ სტუდენტებს ონლაინ ფორმატში ლექცია წაუკითხა

news image
mbc image

ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის (LATO) მიწვევით, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ლატვიელ სტუდენტებს, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში,საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ ფორმატში ლექცია წაუკითხა.

 

ღონისძიებას მოდერატორობას ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის (LATO) გენერალური მდივანი, სიგიტა სტრუბერგა უწევდა.

 

ლექციის დროს ვიქტორ ყიფიანმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიმდინარე მოვლენები და გეოპოლიტიკური ტენდენციების გავლენა ქართულ პოლიტიკაზე.

 

ვიქტორ ყიფიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც მკაფიოდაა დეკლარირებული.

 

მან ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე ისაუბრა, თუმცა, ისიმედგაცრუებაც აღნიშნა, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობამ გამოიწვია, რადგანაც, მისი თქმით, არაერთი კვლევისა და შეფასების თანახმად, რეფორმების კუთხით, საქართველოსმოლდოვაზე უკეთესი პროგრესი აქვს და უკრაინასაც დიდად არ ჩამოუვარდება. „ამ გზაზე ჩვენი მორიგი მცდელობა, როგორც ჩანს, წარმატებული იქნება, რადგან ევროკომისიის მიერ საქართველოს სექტორული რეფორმების შეფასება გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსი მიიღებს,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

მან ასევე აღნიშნა საქართველოს მიმართ თავად ევროკავშირის მხრიდან გაზრდილი ინტერესიც და მათიმხრიდან იმ პროექტებით დაინტერესებაზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობით იგეგმება. ასეთ პროექტებად მან დაასახელა შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო-კაბელის, ე.წ. შუა დერეფნისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები, რომლებსაც გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთელი რეგიონისათვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია და შესამჩნევი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება როგორც საქართველოზე, ასევე აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.

 

ლექციისას, ვიქტორ ყიფიანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც განიხილა, აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის შესახებ და მსოფლიოს მშვიდობისა და სტაბილურობისათვის საქართველოს ძალისხმევას გაუსვა ხაზი.

 

საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საუბრისას, ვიქტორ ყიფიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა ახსენა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და საქართველოს მხარდაჭერის აქტი აშშ-ს მხრიდან ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებს უზრუნველყოფს. მან ასევე აღნიშნა: „ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების როლი შავი ზღვის რეგიონში გაიზრდება. ცხადია, გვესმის, აშშ არ არის შავი ზღვის ქვეყანა, თუმცა, შესაძლებელია, რომ იგი შავი ზღვის რეგიონში ძალაუფლების მქონე სახელმწიფო გახდეს“.

 

ნატო-ში ინტეგრაციასთან მიმართებით, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებს შორის არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის და შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობა უფრო გაიზრდება. „მოვუწოდებთ ჩვენს ნატოელ კოლეგებს, იმისათვის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება უკეთ იყოს დაცული, მიმართონ უფრო ეფექტურ ზომებს, ეკონომიკური, თავდაცვისა და პოლიტიკური ქმედებების თვალსაზრისით,“- განაცხადა მან.

 

ლექციის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა, რომელშიც სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და კითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.

იხილეთ ლექციის ჩანაწერი

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა