ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
სხვა სიახლეები
სოფელ კირცხის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
20.06.2026.13:11
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის №2 საჯარო სკოლის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად იქნება მორგებული მოსწავლეთა საჭიროებებზე.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.