მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ლევან აბაშიძემ და მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან აბაშიძემ საკრებულოს წევრ მარიამ გრიგოლიშვილთან ერთად მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის (CORLEAP) მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი.

ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სესია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საჯარო ადმინისტრირების აღმოსავლეთ პარტნიორობის აკადემიის (EPAPA) საპილოტე პროექტის გაცნობას დაეთმო, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება. აღნიშნულ საკითხზე დებატებისას სიტყვით გამოვიდა მარიამ გრიგოლიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა EPAPA-ს ინიციატივის მნიშვნელობას და საქართველოს მხრიდან პროექტის განხორციელების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.

ქართველი დელეგატის განცხადებით, ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერება არსებითია საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარებისათვის. მარიამ გრიგოლიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ინსტიტუტების, ექსპერტებისა და ევროპული ქალაქებისა და რეგიონების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ აკადემიის პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალდონიანი მმართველობის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე წვდომის, გამჭვირვალობის, საჯარო შესყიდვებისა და ციფრული განვითარების მიმართულებებში.

ქართულმა მხარემ აგრეთვე გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ჩართულობით ხელი შეუწყოს EPAPA-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის, აგრეთვე უზრუნველყოს აკადემიის ონლაინ სესიების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

05.10.2026.18:31

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4% ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სექტემბერში 3.5% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 3.7%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით დაჩქარდა და 14.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.1 პპ-ით გაიზარდა და 43.2% შეადგინა
  • აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.2% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აგვისტოს იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიან იმპორტში 5.6 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - საქონლის ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 752.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა დანიშნულების სასაქონლო ჯგუფში
  • აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 613.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 8.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა