მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთის და მერსი ქორფსის პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" RDYE გრძელდება

news image
mbc image

ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების  ტრენინგ-კვირეული (BET / Business Excellence Training) დაასრულეს.  

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) ფარგლებში მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ წარმომადგენელ ახალგაზრდებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.

აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეობდა 17 მუნიციპალიტეტის, კერძოდ  ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.

პროექტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების მენეჯერმა ლაშა გოგიძემ,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ხათუნა ჭელიძემ, მერსი ქორფსის საქართველოს წარმოამდგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.

„სამოცდათხუთმეტმა ახალგარზრდამ გაიარა საკმაოდ ხანგრძლივი ეტაპი, ბიზნეს გადამზადების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგების ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, კურსდამთავრებულები შეიმუშავებენ და წარაგვიდგენენ ბიზნეს გეგმებს დაფინანსების მოპოვების მიზნით. პროექტის საგრანტო კომპონენტი მათ მისცემს შესაძლებლობას წამოიწყონ ახალი ბიზნესი ან  განავითარონ უკვე არსებული სამეწარმეო საქმიანობა. მინდა ავღნიშნო, რომ პროცესი ხელს უწყობს არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას, არამედ გამარჯვებულ ახალგაზრდებს წარმოჩენს მისაბაძ მაგალითებად, რაც სხვა ახალგაზრდების მოტივირებასა და ინსპირირებას განაპირობებს"  -  უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE) დირექტორი.

,,ლიბერთი ბანკი აგრძელებს პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" მხარდაჭერას. პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით „ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული, რომელსაც ბიზნეს ტრენინგის მონაწილეები გადიან.  სულ მალე პროექტის მონაწილე ახალგაზრდები წარმოადგენენ საკუთარ ბიზნეს იდეებს დასაფინანსებლად. მოხარული ვართ, რომ სწორედ ლიბერთის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელია რეგიონებში მცხოვრები ახალგზარდა მეწარმეების წახალისება" - ხათუნა ჭელიძე, ლიბერთის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და რვაასამდე ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა, არსებული ახალგაზრდული საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით.  პირველ ეტაპზე 33 გამარჯვებული დაჯილდოვდა.

RDYE პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო მეწარმეობის ტრენინგების მეორე ციკლის განმავლობაში სულ 852 ახალგაზრდა მონაწილეობდა 71 ტრენინგში, რომელიც ჩატარდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. 75 საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ პროექტის შემდეგ ეტაპზე, ბიზნესის  შვიდდღიან ინტენსიურ ტრენინგებში (BET).

RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების ტრენინგების (Business Excellence Trainings/ BET)  შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ საერთო ჯამში  200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.

 

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

Marker with solid fillქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

Marker with solid fillსამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

Marker with solid fillშიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი

Marker with solid fillმცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა