მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთის თანადგომით, ცაგერის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციაში ,,ვეფხისტყაოსნის“ 30 უნიკალური, ნაბეჭდი გამოცემა გამოიფინა

news image
mbc image

ლიბერთის თანადგომით, ცაგერის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციაში ,,ვეფხისტყაოსნის“ 30 უნიკალური, ნაბეჭდი გამოცემა გამოიფინა.

ლიბერთი აგრძელებს რეგიონებში ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარებას ხელშეწყობას. 28 -29 ოქტომბერს, ლეჩხუმში, „ცაგერის ისტორიულ მუზეუმში“ ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები გამოიფინა, რაც ამავე მუზეუმისა და ლიბერთის ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროექტი სახელწოდებით „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის ამაღლებას და შეხვედრას იმ ადამიანებთან, რომლებიც იშვიათ ცოდნას ფლობენ რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. ამჯერად შეხვედრა ლევან თაქთაქიშვილთან გაიმართა, რადგან მუზეუმში წარმოდგენილი „ვეფხისტყაოსნის“ თითოეული ეგზემპლარი, სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის პირადი კოლექციიდან იყო წარმოდგენილი.

„მეტად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხრიდან კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ლიბერთის და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ჩართულბით ცაგერის და მიმდებარე სოფლების სკოლების უფროსკლასელები გაეცნენ ჩემი პირადი კოლექციიდან წარმოდგენილ განსაკუთრებით იშვიათ გამოცემებს. მათ შორის 1943 წელს ბერლინში გამოცემულ ვეფხისტყაოსანს, რომელიც მინიატურული გამოცემაა და დამზადდა ქართველი ტყვეებისათვის რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადავიდნენ გერმანელების მხარეს. ამ გამოცემას აქვს საინტერესო წინასიტყვაობა, სადაც გერმანელები, ბოლშევიზმთან გამარჯვების შემდეგ, ქართველებს ევროპაში შესვლას პირდებოდნენ. ამჯერად, „ცაგერის ისტორიულ მუზეუმში“ მოსული დაინტერესებულ საზოგადოებას 30 უნიკალური წიგნის ნახვის შესაძლებლობა მიეცა“, – ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი.

„ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლება და რეგიონებში საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობა გახლავთ. რამდენიმე თვის წინ „ცაგერის ისტორიულ მუზეუმთან“ ერთად დავიწყეთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“. ვფიქრობთ, ეს საოცარი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ცნობილი მეცნიერებისა და შემოქმედები ადამიანების დახმარებით გაეცნონ უნიკალურ ნაწარმოებს.

პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და წლის ბოლომდე კიდევ სამი სპიკერი ჩაატარებს თემატურ ლექციას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას ახლებურად გააცნობს რუსთაველის შემოქმედებას. მომავალ წელს მსგავსი სახის პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოზარდებისთვისაც ვგეგმავთ და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს დავაანონსებთ“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა