ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში წამყვან ავიაკომპანიებთან ერთად კამპანიებს აგრძელებს. ავიაკომპანია easyJet-თან მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში, ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა.
ციფრული ბანერები ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
კამპანიის მიზანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.
სხვა სიახლეები
11 აგვისტოს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
10.08.2026.21:46
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.