ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით, საქართველოში ლუქსემბურგიდან 26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფის ავიაექსპედიცია იმართება.
ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე დარჩებიან, ეწვევიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაში.
ავიაექსპედიციის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტული და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია და საქართველოსა და ევროპის კერძო ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
03.09.2026.09:42
3 სექტემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბახმაროში მცირე ნალექს ელოდებიან, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი+10 იქნება.
სოხუმში მზიანი დღეა, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო დღეს, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე წვიმას ელოდებიან. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალქალაქში მზიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
ახალციხეში მცირე წვიმას ელოდებიან, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 იქნება.
ბორჯომში მცირე ნალექია მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ხაშურში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, ღამით +15 დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
ღრუბლიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ღრუბლიანი დღე იქნება, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ომალოშიც ღრუბლიანობას ელოდებიან, დღისით +18 ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მარნეულში მზიანი დღეა, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
დმანისში მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი
თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.