მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე ავტონომიური მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი იგეგმება
დაცული ტერიტორიების სააგენტო მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე განახლებადი ენერგიის გენერაციის წყაროების მონტაჟს გეგმავს. უწყებამ ადმინისტრაციის ტერიტორიაზე განთავსებული რეინჯერთა კოტეჯისათვის 1 კომპლექტი ავტონომიური მზის ფოტოელექტრული სისტემების შესყიდვისთვის (თანმდევი მონტაჟის მომსახურებით) ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 14`960 ლარის ოდენობით განისაზღვრა (დღგ-ს ჩათვლით).
ავტონომიური მზის ფოტოელექტრული სადგურის კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლები:
მზის პანელი
ტიპი- MONO, PERC, HALF CUT ტექნოლოგიის.
ჯამური პიკური სიმძლავრე არანაკლებ 2 180 ვატი;
აკუმულატორი
ტიპი - GEL ტიპის, ღრმა განმუხტვის ციკლის (მზის სისტემებისათვის);
ელექროტევადობა - არანაკლებ 200 ამპ.სთ;
მუშა ძაბვა - 12 ვოლტი;
მზის ჰიბრიდული ინვერტორი
ტიპი - მაქსიმალური სიმძლავრის წერტილის თანმდევი (MPPT);
მულტიფუნქციური ჭკვიანი LCD დისპლეით;
მუშა დიაპაზონი - 90-120 ვოლტი;
ნომინალური სიმძლავრე - 24 ვოლტზე 3000 ვატი;
დამუხტვის მაქსიმალური დენი - 80 ამპერი;
მაქსიმალური ეფექტურობა - 98 %;
სამუშაო ტემპერატურა - 15, +40°C;
დაცვები - მაღალი და დაბალი ძაბვისგან, მოკლე ჩართვის დენისგან, გადატვირთვისგან და
ტემპერატურისგან.
მზის პანელების სამაგრი ალუმინის კონსტრუქცია
ალუმინის პროფილური ლიანდაგები;
მზის მოდულის ნაპირა და შუა დამჭერები.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.