მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს - მათ მაქსიმუმი გააკეთეს | ირაკლი კობახიძე
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.
"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მერიის სამსახურებს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა ამისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
საგარეჯოში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
20.11.2026.13:00
კახეთში სამუშაო გასვლის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მოადგილეებთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახლად აშენებულ სერვისცენტრში იმყოფებოდა.
რევაზ სოხაძემ კახეთის რეგიონში დასრულებული და დასრულების ეტაპზე მყოფი წყალმომარაგების პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მიმდინარე სამუშაოები განიხილა.
ერთ-ერთი პროექტი ქალაქ საგარეჯოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი ჭაბურღილის, მათ შორის ორი ძირითადი და ერთი სათადარიგო ჭაბურღილის, სატუმბი სადგურისა და 1 000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა.
ასევე გათვალისწინებულია 27,9 კილომეტრი წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, 5,83 კილომეტრი სიგრძის არსებული მაგისტრალური მილსადენის განახლება და 1 047 აბონენტის აღრიცხვის კვანძის დამონტაჟება.
პროექტის ფარგლებში აშენდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საგარეჯოს ახალი სერვისცენტრიც. შენობაში მოეწყო ძირითადი კონსტრუქციები, სახურავი, კარ-ფანჯარა და დამხმარე ინფრასტრუქტურა.
დამატებით გათვალისწინებულია საინჟინრო ქსელების, სახანძრო სიგნალიზაციისა და ავტომატური მართვის სისტემების მოწყობა. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.