მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო - მინისტრი

news image
mbc image

,,სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, აგრძელებს მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას. დღეისათვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს 263 ათასზე მეტი ადამიანი და 500 საწარმო“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მინისტრის განცხადებით, კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე 2022 წელს მიიმართა დაახლოებით 107.2 მილიონი ლარი. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, 2022 წელს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, გამოყოფილი იქნა 16.1 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, 32 მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, მათ შორის: საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გზის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების პროექტი, ნაპირსამაგრი ღონისძიებების პროექტი და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტი.

რეგიონული პოლიტიკის დაგეგმა-განხორციელების ფარგლებში, გრძელდება ევროკავშირის კარგი პრაქტიკის განვითარება, რისთვისაც მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის პოლიტიკის  განვითარების ერთ-ერთი პლატფორმის - „ჭკვიანი სპეციალიზაციის“  ეტაპობრივი დაგეგმვისა და შემდგომი განხორციელებისათვის იმერეთში, როგორც საპილოტე რეგიონში; ევროპული ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისთვის (NUTS) კლასიფიკაციის სისტემასთან ეტაპობრივ დაახლოებაზე. მოცემულ ეტაპზე, ამ მიმართულებით გადადგმულია აქტიური ქმედითი ნაბიჯები.

,,ევროკავშირის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს 2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამის (PIRDP) განხორციელება. პროგრამის ფარგლებში, ოთხ საპილოტე რეგიონში (იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი) დაფინანსდა ურბანული, ადგილობრივი ინტეგრირებული და ტურიზმის განვითარების მიმართულების, 160 მილიონი ლარის ღირებულების, 147 ინფრასტრუქტურული პროექტი. საპილოტე რეგიონებში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისათვის, სამმა სახელმწიფო პროგრამამ და სააგენტომ, ჯამში, 38,5 მილიონ ლარზე მეტის დაფინანსება გასცა მიკრო, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოებზე. პროგრამის ფარგლებში, გაიცა დაფინანსება 424 ბენეფიციარზე. აღნიშნული პროგრამების გაღრმავებისა და გაფართოებისათვის, მუშაობა გრძელდება 2023 წელსაც“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა