მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მაღალტექნოლოგიური კვლევა ეროვნული უსაფრთხოებისა და საარჩევნო პროცესების შესახებ - მაგდა კოტრიკაძე

news image
mbc image

ავტორი: მაგდა კოტრიკაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.

სტატიის ფარგლებში მინდა გაგიზიაროთ, იმ ულტრათანამედროვე კვლევის შესახებ, რომელიც მსოფლიოში პირველად ჩატარდა საქართველოში, კავკასიის საერთაშორისო უნვიერსიტეტის ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში. კვლევა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკით დაინტერესბული პირებისთვის, ასევე ნებისმიერი სფეროს ექსპერტებისთვის და სტუდენტებისთვის, რომელბიც აქტიურად იყენებენ კვლევით კომპონენტს, პირებისთვის, რომელბიც ხშირად გამხდარან მანიპულაციების: ტყუილის, პროპაგანდის მსხვერპლი და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, რომლებსაც მუდმივად აქვთ გამოწვევები მანიპულაციების, მცდარი ინფორმაციის და მათი გავლენის ირგვლივ. იმის გათვალისწინებით, რომ შედეგებმა უპრეცედენტო ინფორმაცია მოგვცეს, სიცრუის გავლენაზე საარჩევნო კვლევების კონტექსტში, მის მასშტაბებსა და საფრთხეებზე, ასევე პროპაგანდის როლზე  ქართველი პოტენციური ამომრჩევლის კონტექსტში. ვფიქრობ, თავად აპარატის გამოყენების აქტუალობაც დადგება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. საქართველოში უახლოეს მომავალში, იმედი მაქვს, გავლენის კვლევის პროცესებში აქტიურად იქნება გამოყენებული  მოცემული აპარატები. ასევე, ნეიროფიდბექი და ბიოფიდბექი შეიძლება ჩაერთოს ჯარის/ მნიშვნელოვანი ქვედანაყოფების, სახელმწიფო მოხელის, პოლიტიკოსების და ლიდერების ფსიქიკური მდგრადობის და სტაბილურობის მისაღწევად. გარდა ამისა, მოცემული ტიპის მაღალტექნოლოგიური კვლევები  წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ მესიჯის, სლოგანის, პოლიტიკური მიმართვის ტექსტის შექმნისა და ფორმირების პროცესშიც.

სანამ კვლევას მიმოვიხილავ, მკითხველს ინდა გავაცნო თავად ეს ორი აპარატი, რომელზეც ერთდროულად ტარდებოდა ტკლევა ფსიქოლოგიური და პოლიტიკური პიარის მანიპულაციებზე დაკვირვების მიზნით.

ნეიროფიდბექი შეიქმნა ორმა მკვლევარმა დოქტორმა ჯოზეფ კამიამ ჩიკაგოს უნივერსიტეტში და დოქტორმა ბარი სტერმანმა UCLA-ში 1950-1960 წლებში ექიმმა ჯოი კამიამ აღმოაჩინა, რომ მარტივი ჯილდოს სისტემის გამოყენებით ადამიანებს შეეძლოთ აკონტროლონ საკუთარი ტვინის ტალღები. ის ავარჯიშებდა ადამიანებს ალფა მდგომარეობის მისაღწევად ზარის ხმით დაჯილდოებით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს რეალურ დროში უკუკავშირი მიეცათ მათი EEG მონიტორინგის საფუძველზე -  რამდენიმე წლის შემდეგ, დოქტორმა ბარი სტერმანმა ჩაატარა ექსპერიმენტი NASA-სთვის იმის თაობაზე, იწვევდა თუ არა რაკეტის საწვავი კრუნჩხვებს და მან გამოიყენა კატები, როგორც ექსპერიმენტის საგნები. ამ კვლევის დროს მან აღმოაჩინა, რომ კატები, რომლებმაც გაიარეს SMR ტრენინგი, მნიშვნელოვნად ნაკლებად განიცდიან კრუნჩხვებს, ვიდრე სხვა კატები. შემდეგ დოქტორმა სტერმანმა გამოიყენა ეს ტექნიკა ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებზე, სადაც აღმოაჩინა, რომ სუბიექტების 60%-ს შეეძლო ეპილეფსიური კრუნჩხვების შემცირება 20-100%-ით და რომ შედეგები გრძელვადიანი იყო.

1970-იან წლებში დოქტორმა ჯოელ ლუბარმა პირველად დაიწყო კონტროლირებადი კვლევების ჩატარება ბავშვების, მოზარდებისა და მოზარდების მიმართ ნეიროფეიდბეკის ტრენინგების გამოყენებით ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD) სამკურნალოდ. მას შემდეგ გაჩნდა კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ADHD-ისთვის ნეიროფედბექ თერაპიის ეფექტურობის შესახებ, სადაც მრავალი კვლევა აჩვენებს მნიშვნელოვან და გრძელვადიან გაუმჯობესებას ნეიროფიდბექის ვარჯიშის შემდეგ. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ADHD-ის ნეიროფედბექ თერაპიის არსებითმა კვლევამ აჩვენა მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი გაუმჯობესება.

არსებობს ტვინის ტალღების ხუთი ტიპი (დელტა, თეტა, ალფა, ბეტა და გამა), ისინი დაკავშირებულია ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობასთან, მათ შორის სიფხიზლესთან, მოდუნებასთან, ისევე როგორც ძილს, და მათ შეუძლიათ წარმოადგინონ ინფორმაცია თქვენი ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. მაგალითად, მათ შეუძლიათ მიუთითონ, როდესაც გრძნობთ დაღლილობას, კონცენტრირებას ან მოდუნებულს. ასე რომ, როდესაც მშვიდად ხართ, თქვენი ტვინის აქტივობის გაზომვები სავარაუდოდ აჩვენებს გაზრდილი ალფა ტვინის ტალღის აქტივობას. მეორეს მხრივ, თუ სტრესული და გადატვირთული ხართ, უფრო სავარაუდოა, რომ მაღალი ბეტა იყოს თქვენი ტვინის ტალღების დომინანტური სიხშირე. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ თამაშობთ ვიდეო თამაშს, როდესაც თქვენი ტვინის ტალღების აქტივობა გაზომილია EEG-ით. ამ თამაშში თქვენ მართავთ მანქანას და უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა დარჩეთ გზაზე. სიმშვიდის მდგომარეობაში შესვლისას, სენსორები ზომავენ თქვენი ტვინის აქტივობას და თამაში ასახავს აქტივობას რეალურ დროში რეაგირებით. რაც უფრო მშვიდი ხართ, მით უფრო სწრაფად მიდის მანქანა. პირიქით, თუ დაიწყებთ შფოთვას, მანქანა შეანელებს. ამ გზით, თამაში აჯილდოებს რელაქსაციას, ეხმარება ტვინის ვარჯიშს სიმშვიდის შესანარჩუნებლად. ეს ორმხრივი მიდგომა ნიშნავს, რომ ნეიროფიდბეკი გასწავლით თქვენი ტვინის ფუნქციის უკეთ რეგულირებას.

მეორე აპარატი, რომლითაც ჩატარდა კვლევა ბიოუკუკავშირია. ტერმინი ბიოუკუკავშირი, პირველად გაჟღერდა 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს და ის ერთგვარ „რეალურ დროში ფიზიოლოგიური სარკე“-ს წარმოადგენს. ის აღიქვამს სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემებს და აფიქსირებს ემოციებს რეალურ დროში. მანამდე მიიჩნევდნენ, რომ ფიზიოლოგიურ ფუნქციებში ცვლილებები მხოლოდ უნებლიე ან რეფლექსური პროცესების შედეგად შეიძლება მომხდარიყო. მეცნიერ, ნილ მილერის  ექსპერიმენტების სერიამ ცხოველებზე აჩვენა, რომ ANS-ის სხვადასხვა ფუნქციების ოპერაციული კონდიცირება შესაძლებელია. ამრიგად, ბიოფიდბექი ფსიქოლოგიაში თერაპიის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების ნებაყოფლობით კონტროლს ქმნის პაციენტში.

ეგრეთწოდებული „ტყუილის კვლევა“[1] ჩემს მიერ, ჩემი ხელმძღვანელის პროფესორ ვახტანგ მაისაიას უშუალო დაკვირვებით და მეთვალყურეობით მიმდინარეობდა მთელი წლის მანძილზე და მისი ყოველი ერთეული ოთხი ნაწილს მოიცავდა:

1. ცდისპირი ხელს აწერდა კონფედენციალობის დოკუმენტს და ავსებდა ანკეტას განწყობის შესახებ

2. ცდისპირი უყურებდა ეკრანს კადრის გარეშე და ორივე აპარატი ჰქონდა დამონტაჟებული თავსა და ხელზე (8 წუთის განმავლობაში).

3. ცდისპირი უყურებდა მარკეტინგულ პროდუქტს: პროპაგანდის ვიდეოებსა და პოლიტიკოსების გამოსვლებს (8 წუთის განმავლობაში)

4. სულ ბოლოს კი ავსებდა ანკეტას დეტალური კითხვებით. (17 შეკითხვა ნანახი ვიდეოების ირგვლივ)

კვლევაში გამოყენებული იყო ევროკავშირში ინტეგრაციის თემატიკა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია. ცდისპირებმა ნახეს სულ ცხრა მასალა, მათგან სამი პროპაგანდული კლიპი, ხოლო ექვსი სიტყვით გამომსვლელი სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურა.

პროპაგანდული ვიდეო კლიპი

  1. აშშ-ს საელჩოს კლიპი - “ის რაც მიუღწეველი ჩანს ცალკე,[2] - შესაძლებელი ხდება ერთად! საქართველოს აერთიანებ შენ!” ქრონომეტრაჟი 1.47 წთ ნახვა სოციალურ ქსელებით 1.6 მლნ გამოქვეყნების თარიღი 16 მაისი 2022 წელი. წამძღვარებული ტექსტი: „ქართველ ხალხს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შენების გზაზე არაერთხელ შეხვდა რთული გამოწვევა. ბევრს არ სჯეროდა საქართველოს შესაძლებლობების, ბევრი დღესაც ამჯობინებს სკეპტიკურ მხარეს დარჩეს. თუმცა საბედნიეროდ ისტორია გვაჩვენებს რომ რაც არ უნდა რთული იყოს გამოწვევა და შორს ჩანდეს მიზანი”. [3]
  2. თიბისი ბანკის კლიპი - “100 წელი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან.” [4]100 ავტორის მიერ მოთხრობილი 100 წელი. მუსიკა გია ყანჩელი, ნიკა მაჩაიძე. 5000 ნახვა სოციალურ მედიაში. ქრონომეტრაჟი 1.38 წთ, 2018 წელი 26 მაისი გამოქვეყნების თარიღი
  3. საქართველოს ბანკის პროპაგანდული კლიპი, [5]“გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს” ქრონომეტრაჟი 1.48 წთ,  25 მაისი 2020 გამოქვეყნების თარიღი, 1,3 მლნ ნახვა სოციალურ ქსელში

კვლევაში გამოვიყენე ასევე 6 პოლიტიკური მიმართვა:

  1. ზურაბ ჟვანია - “მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”[6]

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!" - ეს სიტყვები საქართველოს აწგარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა.[7]წყარო იუთუბ არხი 2014. 27.06 გამოქვეყნების თარიღი

  1. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ -  “ზურაბი ძალიან მიყვარდა მისი სახელი ჩემთვის არის წმინდათაწმინდა”,[8] წყარო ინფო 9 17.10.2023 გამოქვეყნების თარიღი

სააკაშვილის კომენტარი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ხელახალ გამოძიებაზე. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით, კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოში გააკეთა. იგი აცხადებს, რომ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო.[9] „მე არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს. ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი. ყველამ ძალიან კარგად იცის, იქ რა მოხდა. იყო უბედური შემთხვევა. ცუდი იყო რაც მოხდა, მაგრამ ფედერალური გამოძიების ბიუროს დეტალური დასკვნა არსებობს, ოჯახი ამ დასკვნას იცნობს. ჩვენ ეს დასკვნა გასაგები მიზეზების გამო არ გამოვაქვეყნეთ, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანის ბევრ ღრმა და ისეთ დეტალს. ნამდვილად, ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათაწმინდა. თუ ეს არ არის ხელშეუხებელი ვინმესთვის, მათ შორის არც ოჯახის წევრისთვის, მის სინდისზე იყოს. მე ძალიან მიყვარდა ზურაბ ჟვანია და მისი რეპუტაცია, მისი სახელი და მისი ხსოვნა ჩემთვის არის წმინდათაწმინდა. ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს და „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებს“.[10]

  1.  ივანე მერაბიშვილი - ბრიფინგი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემაზე, წყარო რადიო თავისუფლება 03.02.2016 სტუდია “რეპორტიორი”, რადიო თავისუფლება” “ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი, იმ ოთახში ვიმყოფებოდი, (ასწორებს) იმ ოთახში დამონტაჟებული  იყო ირანული გაზქურა, ალბათ მოხდა ეს უცაბედად რადგან, რადგანაც ბატონი ზურაბ ჟვანია იჯდა სავარძელში.” [11]
  2. კელი დეგნანი - აშშ-ს საქართველოში სრულუფლებიანი ელჩი -„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ომში ჩათრევას არ ცდილობს და მზაკვრული ნარატივი „ფეესბეს“ დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან გრძელდება“,[12] - ამ განცხადებას საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი აკეთებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს და ამერიკას ომის გაფართოება არანაირი ფორმით არ სურს. კელი დეგნანის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ. მათი თქმით, დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის ამერიკასთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელი რუსეთია, რასაც ბოლო 30 წელია ყველა ვუყურებთ. 30.06.2022 გამოქვეყნების თარიღი [13]
  3. ალტ ინფო  - წყარო “ტია ჯი” თემა: ევროკავშირის კითხვარი საჯარო გახდა” “ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ვინც არის, ნუ დღეიდან, მანამდეც ასე იყო. დღეიდან უკვე ოფიციალურად ასეა. გაწევრიანების მომხრე ვინც არის ის გეი აქტივისტია. არანაირი სხვა გზა აღარ გვრჩება. [14] 16.04.2022 გამოქვეყნების თარიღი
  4. ალტ ინფო - მეხუთე ვიდეოც პოლიტიკური კონტექსტისაა “ალტ ინფოს” მცირე ქრონომეტრაჟის კადრია რომელიც მიმდინარეობს ხმის გარეშე და აწერია ტიტრად “ევროკავშირი გაიკეთეთ უკან”.[15]

კვლევა მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად. პირველყოფილისა ცდისპირი ავსებს ანკეტას რომ გავმიჯნოთ ცდისპირის ასაკი, სქესი, სოციალური მდგომარეობა და ქალაქი, ამასთან განწყობა რომლითაც ის მოვიდა კლინიკაში. ცდისპირი ავსებს თანხმობის წერილს და აწერს ხელს რომ თანახმაა მიიღოს მონაწილეობა კვლევაში და მისი მასალები დამუშავდეს კვლევის მიზნებისთვის კონფედენციალობის წესის დაცვით. შემდეგ ხდება ცდისპირის თავის ტვინის გადაღება ნეიროფიდბექის[16] და ბიოფიდბექის[17] მეშვეობით ერთდროულად რათა გაირკვეს ცდამდე ცდისპირის განწყობა, აღგზნების დონე, კონცენტრაციის დონე, ამ პროცესში ის არ უყურებს ვიდეო მასალას, არამედ ცარიელი სივრცის მიმართ აქვს მზერა მიპყრობილი და მხოლოდ საკუთარ თავთან რჩება, მის ფიქრებთან და განცდებთან.

შემდეგ, ვაჩვენებთ ცდისპირს რვა წუთიან ვიდეოს, რომელშიც შედის როგორც სამი პროპაგანდული კლიპი, ასევე ექვსი პოლიტიკური გამომსვლელის მცირე ვიდეო ჭრები. ამის შემდეგ, განხორციელდა კვლავ კითხვარის შევსება, რომელშიც დეტალურად ჩავეკითხეთ რამ მიიზიდა, რამ გააღიზიანა, კონკრეტულად რა მასალამ ან რა დეტალმა ცდისპირი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ორივე მასალა იდენტური ქრონომეტრაჟისა იყო (რვა წუთი) შესაძლებელი გახდა დეტალური დაკვირვება და შეგვიძლია ვიმსჯელოთ მსგავსი დროის შუალედში როგორ იქცევა ადამიანის პერიფერიული ნერვული სისტემა ვიდეოს ყურების მომენტში და როდესაც არაფერს უყურებდა.

 ამის შემდგომ, თავის ტვინსა და პერიფერიაზე გადაღებული ერთეული ცდისპირის მასალა გავაგზავნეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნეიროფიდბექის მასალების შემსწავლელ ცენტრში. საიდანაც დაგვიბრუნდა დამუშავებული, ერთგვარი ტვინის რუკები, რომელიც მოიცავს როგორც პირველად სურათს ასევე მასალის ყურებისას არსებულ შედეგებს.[i]მასალებს დანართად ვერ წარვადგენ, რადგან ის კონფიდენციალურია და ამის ვალდებულება მაქვს აღებული როგორც მკვლევარს, რომ არსად იქნეს გამოქვეყნებული პერსონალური ინფორმაცია. იმისათვის, რომ წარმოდგენა შექმნა მკითხველს რა მოცულობის სამუშაო შესრულდა გაგაცნობთ ციფრობრივად მასალის გვერდების რაოდენობას: ცდისპირის თანხმობის განაცხადი 100 გვერდი, ცდისპირთა პირველადი კითხვარი 200 გვერდი, ცდისპირთა მეორადი კითხვარი 300 გვერდი, ცენტრალური და პერიფერიული ჩანაწერები 200 ფაილი, დამუშავებული ფაილები “Eeg professional”-ის მიერ ერთეული 44 გვერდი სულ 4400 გვერდი.

აღგზნების მატებას ვაზუსტებთ პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე დაკვირვებით, ხოლო განწყობებს პერიფერიული ნერვული სისტემაში გამოკვეთილ პოზიტიური ემოციის კვლევით. ძირითადი მონაცემი მოგვცა პერიფერიულმა ნერვულმა სისტემამ, რადგან ცენტრალურ ნერვულ სისტემას ვერ დავეყრდენით, ვინაიდან შესაძლებლად მივიჩნიეთ, რომ ადამიანზე მრავალი გარე ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო კვლევის პროცესში: გადაღლა, დისკომფორტი, ან სხვა მოვლენა რაც იმოქმედებდა ცენტრალ ნერვულ სისტემაზე, თუმცა ეს მონაცემი მაშინვე არ აისახებოდა ჩანაწერზე, ან აისახებოდა დაგვიანებით და შეგვიყვანდა შეცდომაში.

კვლევის ჰიპოთეზა: (H1) პოლიტიკური პიარის მანიპულაციებს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოს ელექტორატზე; (H2) პოლიტიკურ პროპაგანდას საქართველოს აზრის ლიდერებში აქვს დადებითი გავლენა;

მოწოდებული მასალები დამუშავდა და გამოიკვეთა ოთხი პოტენციური ჯგუფი, რომელთაც პირობითი სახელები დავარქვით:

მაღალი აღგზნება, მაღალი პოზიტიური ემოცია; - Research

დაბალი აღგზნება, დაბალი პოზიტიური ემოცია; -Neitral

მაღალი აღგზნება, დაბალი პოზიტიური ემოცია - High Emo

დაბალი აღგზნება; მაღალი პოზიტიური ემოცია; - Low Emo

მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ჯგუფები და კითხვარებს შევადარე ჩანაწერების შედეგები, გამოიკვეთა:

მონაწილეთა 96%-ზე გავლენა იქონია ვიდეოებმა: მოიმატა, ან დაიკლო პერიფერიული ნერვული სისტემის როგორც აღგზნების, ასევე დადებითი ემოციის დონემ. ამ მონაცემით, შეგვიძლია დავასაბუთოთ პირველი ჰიპოთეზა და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც პროპაგანდის, ასევე საჯარო გამოსვლის შემთხვევაში გავლენა ცდისპირებზე 96%-ია, რაც შეგვიძლია მნიშვნელოვან შედეგად მივიჩნიოთ. აქვე, უნდა ითქვას, რომ დარჩენილი 4%-ის შემთხვევაშიც გავლენა იყო სხვადასხვა ნაწილში, მაგრამ არა ყველა ცვლადში. სულ 4 ადამიანი იყო ისეთი, რომელთა შემთხვევაშიც აღგზნება არ შეიცვალა და დარჩა იგივე, თუმცა პერიფერიულმა ნერვულმა სისტემამ განიცადა ცვლილება.

პოლიტიკური პროპაგანდის ვიდეოებზე გამოვლინდა მხოლოდ 2% ნეგატიური განწყობისა, ხოლო პოლიტიკურ გამომსვლელებზე 98% გამოიკვეთა ნეგატიური განწყობა. ამ მოცემულობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ პროპაგანდას საქართველოში არ აქვს ნეგატიური გავლენა და პოლიტიკურ პროცესებში უმჯობესია, სწორედ პროპაგანდული ვიდეოებით იმუშაოს პოლიტიკურმა პიარმა. ვიდეოები, რომლებიც ადამიანს ახსენებს პოზიტიურ გამოცდილებას, ახალგაზრდობას, ბავშვობას, ოჯახს, გამარჯვებულ ქვეყანას და გარკვეულ სენტიმენტებს დადებითად აისახება ფსიქიკაზე და ვლინდება, რომ ნეგატიური განწყობა ქვეითდება. მოცემული მიგნება ადასტურებს მეორე ჰიპოთეზას და ნათლად ჩანს, რომ პოლიტიკური პიარის ინსტრუმენტებიდან პროპაგანდა საქართველოს მაგალითზე ნამდვილად საჭირო ინსტრუმენტია.

უმნიშვნელოვანეს მიგნებად მიმაჩნია, რომ კვლევის ფარგლებში გამოვლენილი მასალებიდან ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ცდისპირი საშუალოდ 30%-ით იტყუება ანკეტის შევსების მომენტში. პერიფერიული ნერვული სისტემა თუ დადებით ემოციას აჩვენებს, ანკეტაში წერია ნეგატიური შიგთავსი: შიში, შფოთვა, გაღიზიანება, მიუღებლობა, გავლენა და ა.შ ასეთი სხვაობა ჩვიდმეტიდან მინიმუმ ექვს კითხვაში ვლინდება, რომ განვაზოგადოთ და საერთო პროცენტი დავითვალოთ საშუალოდ 30% ტყუის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცდისპირები არ იყვნენ უცხო, გარედან მოსული ადამიანები, იყვნენ კეთილგანწყობილები და დახმარებისთვის ორიენტირებულები, რაც მაფიქრებინებს, რომ ნეიტრალური ჯგუფის შემთხვევაში, სადაც კვლევის ავტორის მიმართ სრულიად ნეიტრალური იქნებოდა განწყობა, შედეგად შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ტყუილის კომპონენტი აღმოჩენილიყო. მოცემულობა, მაფიქრებინებს, რომ ანკეტირებული კვლევები ვერ იქნება რელევანტური, რადგან საშუალოდ ცხრა პროცენტის ნაცვლად მათში მინიმუმ 30% ტყუილია, რაც ვერანაირად ვერ მოგვცემს რეალურ სურათს და კვლევაც არარელევანტურია. თუმცა, მაქვს მოსაზრება რომ ონლაინ კვლევა (სოციალური მედიის კვლევა) იქ სადაც პერსონალური ინფორმაცია არ ფიქსირდება შესაძლებელია უფრო მართებული იყოს საქართველოში. რასაც ვერ ვიტყოდი სატელეფონო კვლევებზე, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი სატელეფონო კავშირები არ არის დაცული. ამ საკითხში დიდი წვლილი აქვს, იმ გავრცელებულ რეპორტაჟებსაც, სადაც იწერენ ხმას, დაუმონტაჟებლად ხვდება ეთერებში, არ არსებობს რეგულირება ჩანაწერის ავთენტურობის, არავის მოეთხოვება პასუხი იმ შემთხვევაშიც,  როდესაც ფარულად იწერს და ავრცელებს, მოიპოვებს კომპრომატებს და ა.შ ფარული ვიდეო ჩანაწერები, სახმო სიგნალების ჩანაწერები ცნობილ ადამიანებზე, ეგრეთწოდებული „დიფ ფეიკი“-რომელთან ბრძოლაც მსოფლიო გამოწვევაა და არ არის ლოკალური პრობლემა, მაგრამ აქ არის მძაფრი დაუცველობის განცდა. ტყუილს და მცდარ ინფორმაციას იკვლევს მთელი მსოფლიო, მით უფრო რომ მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ. უკრაინა იკვლევს და ამზადებს შესაბამის ვებგვერდს,[18] რომელიც უშუალოდ მცდარი ინფორმაციის გამოვლენის შემცირებას ემსახურება. საქართველოში, კი მსგავსი პორტალი არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ მოცემულ გვერდს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, კარგი პრომოციის შემთხვევაში საუკეთესო შედეგსაც დადებდა, რად

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა