მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე იგეგმება სპეციალური სასწორების დამონტაჟება.
,,ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მოხდება მძიმე სატვირთო მანქანების წონის დაფიქსირება. გამომდინარე იქედან რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას'’’'-აღნიშნა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის 4.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება
12.06.2026.11:58
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადიგენის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 4.2 კმ-იანი (კმ95 - კმ99) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
პროექტით გათავლისწინებულია გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, რკინა-ბეტონის მილებისა და კედლების, კიუვეტების, მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ღირებულება 5.7 მილიონი ლარია.
ბაღდათი-აბასთუმნის გზის მონაკვეთი რამდენიმე დასახლებას აკავშირებს (ბაღდათი, ნერგეეთი, წყალთაშუა, წაბლარისხევი, საირმე, აბასთუმანი), ხოლო აბასთუმანი-ბენარას მონაკვეთი აბასთუმანს, ვარხაანს, უნწასა და ბენარას მოიცავს.
პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება და კომფორტი, ხოლო საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 90-120 წუთით შემცირდება. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.