მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა ძლიერი სახელმწიფოსა და სამართლიანი ეკონომიკური წესრიგის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. საქართველოსთვის ამ მიმართულების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ სამართლებრივ სივრცესთან დაახლოებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ინსტიტუციურ და საკანონმდებლო ნაბიჯებზე, მათ შორის, 2022 წელს მიღებულ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონზე, რომელიც ევროკავშირის ექვს დირექტივასა და ერთ რეგულაციას აერთიანებს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანონის მიღება თავისთავად საბოლოო მიზანი არ არის და მთავარია, კანონით განსაზღვრული უფლებები მოქალაქეებისთვის რეალურ გარანტიებად იქცეს.

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ მისი ინტერესები დაცულია; ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ მოქმედებს მკაფიო და სამართლიანი წესების პირობებში; ხოლო ბაზარზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა კანონის ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობას და ამ პროცესში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს როლს. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო აღიარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის პრაქტიკული შედეგები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა, ბიზნესთან კონსტრუქციული თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარება.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მაღალი რანგის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წელს მეხუთედ იმართება, მიზნად ისახავს კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, მიღწევებისა და გამოწვევების განხილვას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

19.11.2026.14:01

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა