მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

მარიამ გრიგოლიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობა შეაჯამა

news image
mbc image

„საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიური ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა. 

საკრებულოს წევრის თქმით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობით მუნიციპალიტეტები წარმოდგენილნი არიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორმატებში, სადაც რეგიონული განვითარების საკითხები განიხილება. 

„საქართველოს დელეგაციამ ლევან აბაშიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მივიღეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის მე-15 ყოველწლიურ შეხვედრაში. 

ამ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის ახალი ცოდნისა და ევროპული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. საქართველოს მხრიდან ჩვენ ამ ინიციატივის მხარდაჭერა დავაფიქსირეთ“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა. 

მისივე განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის მხოლოდ ადგილობრივი საკითხების მართვა, არამედ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ თავად შექმნან საერთაშორისო კავშირები, მოიზიდონ ახალი შესაძლებლობები და წარმატებული გამოცდილება გაიზიარონ. 

„მსგავსი გზავნილი გამოიკვეთა ივნისშიც, ბრიუსელში გამართულ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე, სადაც შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე ევროპისა და ცენტრალური აზიის კავშირების გაძლიერების საკითხში. 
მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები აღწევდეს მუნიციპალიტეტებამდე, ანუ იქამდე, სადაც მოქალაქეებს სახელმწიფოსთან ყოველდღიურად შეხება აქვთ“, - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 15 ნოემბერს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპს ჩაატარებს

11.11.2026.14:35

15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი. ინფორმაციას საქართელოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.

„საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა