მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.2
-0.0047
flag
AZN 1.5236
-0.0013
flag
CNY 38.9
0.0073
flag
EUR 2.8444
0.0076
flag
GBP 3.3982
0.0098
flag
KZT 56.56
0
flag
TRY 0.0511
0
flag
USD 2.5917
-0.0002
news banner

მარიამ ლაშხი და გიორგი ჩაკვეტაძე MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე MIT Open Learning-ის პროფესიული სწავლების მიმართულებების ხელმძღვანელს, MIT Centre for Collective Intelligence-ის აღმასრულებელ დირექტორს, ქეთლინ კენედის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მომავლის პროფესიებს.

მარიამ ლაშხმა და გიორგი ჩაკვეტაძემ სტუმარს საქართველოს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები და ამ პროცესში მიღებული გამოცდილება გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ MIT Open Learning უკვე თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯ „სქილვილთან".

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმის ფარგლებში გავიზიაროთ MIT-ის გამოცდილება და ცოდნა, მათ შორის, მომავლის პროფესიების, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებისა და თანამედროვე სასწავლო რესურსების განვითარების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.01:00

ახალციხეში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

მინისტრმა შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, სამშენებლო სექტორის სისტემური რეფორმის მიმდინარეობასა და კერძო სექტორთან პარტნიორობის აუცილებლობაზე.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და ხარისხიანი განხორციელება, არამედ სამშენებლო სექტორის გაჯანსაღება და კომპანიების გაძლიერება. მინისტრმა ასევე ისაუბრა პროექტების შეფერხების რისკების შემცირების მიზნით შესყიდვების ახალი მიდგომების დანერგვაზე, საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების გაძლიერებაზე.

ამ ეტაპზე სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში 60-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, 17 სკოლის, 9 საბავშვო ბაღის, 7 სპორტული ინფრასტრუქტურის, 8 ურბანული განვითარების, 9 წყალმომარაგებისა და 9 საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტს.

რეგიონში ასევე დაგეგმილია 49 ახალი პროექტის განხორციელება, მათ შორის, 15 სკოლის, 11 საბავშვო ბაღის, 4 სპორტული ინფრასტრუქტურისა და 19 საგზაო პროექტის. დამატებით, 2027 წელს კიდევ სამი საგზაო პროექტის განხორციელებისთვის ტენდერების გამოცხადება იგეგმება.

ამასთან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები. დაფინანსების წყაროებს შორისაა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, სტიქიის პრევენციის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი სახსრები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და სხვა.

რევაზ სოხაძემ და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე სამუშაოების, პროექტების განხორციელების ვადებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესახებ.

კომიტეტის გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა