მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მარიამ პაკაცოშვილის PR-სტრატეგიები ესთეტიკური მედიცინის სფეროში

news image
mbc image

სატელევიზიო სფეროში გამოცდილმა ჟურნალისტმა და PR-სტრატეგმა მარიამ პაკაცოშვილმა, რომელიც ბიზნეს სექტორს წლებია ეხმარება განვითარებაში, ესთეტიკური მედიცინის სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის

შექმნა საავტორო კურსი, რომელიც მიზნად ისახავს PR-ის სტრატეგიების და ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაციის სწავლებას. 

 

ამჟამად მარიამი ხელმძღვანელობს დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებას და აქტიურად მონაწილეობს ნატალის მედიცინის ცენტრის ბიზნესის განვითარებაში.

 

ის საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ესთეტიკის სფეროთი დაინტრესებულ პირებს საქართველოში წამყვან ექიმ-დერმატო ვენეროლოგებთან: სალიტა და ნატალი მერკვილაძეებთან ერთად უზიარებს.

 

მარიამი ამ სტატიაში გვიამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია, ადამიანებს სწორად დაანახოს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები, კონკრეტულ ქეისებზე დაყრდნობით შეასწავლოს ეფექტური პიარის სტრატეგიები და მოაპოვებინოს მათ ძლიერი კონკურენტული უპირატესობა ესთეტიკურ მედიცინაში (USP).

 

სტუდენტები, კურსის მიმდინარეობისას, გაეცნობიან შემდეგ თემებს:

 

* პიარის მნიშვნელობა და როლი თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში;

* ბრენდინგი და იმიჯის ფორმირება

* ბრენდინგის მნიშვნელობა - რა არის ბრენდინგი და რა როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში?

* რეპუტაცია და იმიჯი, მისი მართვა;

* წარმატებული მარკეტინგული კამპანიების გენერირება;

* სამედიცინო პერსონალის და კლინიკის ბრენდის სტრატეგია;

* მომხმარებლების ნდობის მოპოვება და მათი გამოხმაურების მართვა;

* საკომუნიკაციო ტაქტიკები და რეპუტაციის მართვა;

*  მედიასთან ურთიერთობა;

* კრიზისული კომუნიკაციის მართვა.

* ღონისძიების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა.

 

- [ ] „კურსის მთავარი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეებმა გააცნობიერონ საკუთარი უნიკალურობა. აღმოაჩინონ გლობალური შესაძლებლობები და რეალურად დაიჭირონ კარიერული წარმატების გასაღები.  “, — აღნიშნავს მარიამ პაკაცოშვილი.

 როგორც მარიამმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა კურსი განკუთვნილია:

სტუდენტებისთვის;

დერმატოლოგებისთვის და ესთეტიკური   მედიცინის ექიმებისთვის;

პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტებისთვის;

კლინიკების დამფუძნებლებისთვის და მენეჯერებისთვის;

სოციალური მედიის მენეჯერებისთვის; 

კურზე რეგისტრაცია დაწყებულია და მოიცავს რვა შეხვედრას, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი, სტუდენტებს ასევე ხელი შეეწყობათ, რომ დასაქმდნენ წამყვან დერმატოლოგიურ და ესთეტიკურ კლინიკებში.

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა