მარნეულში 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სრულად მოირწყვება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე მეგობრობის არხზე ახალი წყალგამანაწილებელი კვანძი მოაწყო, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
შედეგად, 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სრულად მოირწყვება და 30-მდე ადგილობრივ აბონენტს სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი გაუუმჯობესდება.
მოწესრიგდა კვანძამდე მისასვლელი გზაც, რაც პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ აქტიურად აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განახლებას და ფერმერთა მხარდაჭერას.
სხვა სიახლეები
საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
05.08.2026.12:19
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, წყალტუბოს რაიონში, უფლებამოსილი პირების მიერ, შეჩერებული იქნა ერთ-ერთი კომპანიის (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სატრანსპორტო ზედნადებისა და ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო წესების/პირობების დარღვევით გადაჰქონდა.
აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სურსათის ეროვნულ საააგენტოს.