მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მარნეულში ახალგაზრდებთან ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

news image
mbc image

მარნეულში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის აზერბაიჯანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. 

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან ისაუბრა სანდო ინფორმაციის მნიშვნელობასა და არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა მხოლოდ არჩევნების ორგანიზებით არ შემოიფარგლება და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო საკითხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ასევე, აღინიშნა, რომ ინფორმირებული ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, ხოლო საარჩევნო საკითხების ცოდნა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მათი გააზრებული სამოქალაქო მონაწილეობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცესკოს პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ, ამომწურავ და სანდო ინფორმაციას სთავაზობს. ჟურნალი სხვადასხვა აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით და ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცემა. გამოცემის წარდგენა მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საარჩევნო საკითხებზე სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც ხელს უწყობს მათ ინფორმირებულობასა და საარჩევნო პროცესებში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.

ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ ახალგაზრდებს დეტალური ინფორმაცია ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. საუბარი ასევე შეეხო იმ ღონისძიებებსა და ინიციატივებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სერვისებისა და ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, რისი ერთ-ერთი დასტური და შედეგიც სწორედ საარჩევნო ჟურნალის მათთვის გასაგებ ენებზე თარგმნა, დაბეჭდვა და გავრცელებაა.

დეზინფორმაციაზე რეაგირების მიმართულებით ცესკოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დეზინფორმაციის რეესტრის ფუნქციონირებაზე კი ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა.

ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია და საკუთარი მოსაზრებები ცესკოს წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ.

პრეზენტაცია მარნეულში, კოლეჯ ,,მოდუსში“ 10 ნოემბერს გაიმართა და მას 100-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო - მარნეულიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან და გარდაბნიდან. ახალგაზრდებთან ერთად შეხვედრას ასევე სკოლის პედაგოგები დაესწრნენ.

ჟურნალის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქრისტესიაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორი კობა ასანიძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა