მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

მარტვილიდან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანილი ძაღლების ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა

news image
mbc image

სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ცხოველთა ფედერაციის (GAF)მიერ სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ცოფზე დაკვირვების მიზნით მოთავსებული ძაღლებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული  6 თვიანი (დაავადების ინკუბაციური პერიოდი) საზედამხედველო პერიოდი ამოიწურა. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟებმა ცხოველები იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი ვეტერინარული მანიპულაციები (სტერილიზაცია/კასტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია) ჩაუტარდათ. ერთი კვირის განმავლობაში ძაღლებს გააჩუქებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თავასაში არსებული სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორიიდან, სადაც ძაღლებმა ექვსთვიანი საზედამხედველო პერიოდი გაიარეს. ცხოველებს, რომლებსაც არ გამოუჩნდებათ პატრონი,  პროგრამის ეკიპაჟები, კანონმდებლობის შესაბამისად,   ბუნებრივ არეალში - პირვანდელ ლოკაციებზე დააბრუნებენ. 

მიმდინარე წლის მაისში, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ 30 ძაღლზე მზრუნველობა საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ (GAF) ითავა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ სივრცის შემოწმებისა და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ, ცხოველები თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში განათავსეს.

სააგენტო, კანონმდებლობის მოთხოვნების, ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ძაღლებზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს ექვსი თვის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საბურთალოს რაიონის გამგეობამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. N7-ის მიმდებარედ, ასევე, ი. ხვიჩიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია განახორციელა

27.10.2026.13:36

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. N7-ის მიმდებარედ, ასევე, ი. ხვიჩიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობი გამწვანდა, მოწესრიგდა საპარკო ინფრასტრუქტურაც.

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დამონტაჟდა უსაფრთხოების კამერები. ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა განათების ქსელი. ტერიტორიაზე განთავსდა საპარკო ინვენტარი, მათ შორის, სკამები და ურნები. გარდა ამისა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და დაიგო რულონური ბალახი.

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.

“ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდებოდა და აქ არსებული პარკები მთლიანად განახლდებოდა. მთლიანობაში ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა. შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ, პირველ რიგში,აქ მცხოვრებლებისთვის გაჩნდა ადგილი, სადაც ისინი თავისუფლად შეძლებენ დასვენებას. ჩვენ ახლა გეგმაში გვაქვს, რომ მომავალ წელს აღნიშნული პროექტი მიმდებარე სკოლამდე გავაგრძელოთ და მთლიანობაში ყველანაირად მოწესრიგებული, ძალიან დიდი სივრცე გვექნება.

ამ ეტაპზე, დარჩენილი გვაქვს საპარკინგე ტერიტორიის მოასფალტების სამუშაოები და ამასაც რამდენიმე დღეში დავასრულებთ. გვინდა, რომ ყველა უბანში, ყველა რაიონში არსებობდეს ასეთი სივრცეები, რომლებიც მოწესრიგებული და ყველანაირად გამწვანებული იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტისთვის რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება-მოწყობა.

„ზოგადად2017 წლიდან დღემდე, რეკრეაცია და გამწვანება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. გავიხსენოთ, რა მდგომარეობა და რა პოლიტიკა იყო მწვანე სივრცეების მიმართ. წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა პარკების, რეკრეაციული არეალების გასხვისება იმისთვის, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი სივრცის დაბრუნება მოგვიწია და იქ ძალიან მაგარი პროექტები გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტს კონკრეტული თანხები დაუჯდა, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელი იყო ამ სივრცეების დაბრუნება თბილისისთვის, თბილისელებისთვის.

ეს არის ის სივრცეები, სადაც ადამიანები მოდიან დასასვენებლად, სავარჯიშოდ, ან უბრალოდ იმისთვის, რომ დრო გაატარონ. მიხარია, რომ საპარკო კულტურა შემოვიტანეთ და ყველა რეაბილიტირებული სივრცე გადავსებულია ხალხით.მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება, რაც აქვს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა იყოს ქალაქში. ჩვენს დედაქალაქს ძალიან უხდება მწვანე სივრცეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 700 000 ლარი შეადგინა.

თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ ნიჟარაძემ და საკრებულოს წევრმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა