მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მარტვილის კანიონი 10 წლის განმავლობაში 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა

news image
mbc image

10 წლის წინ, 2016 წლის 16 ივლისს მარტვილის კანიონის უნიკალური ბუნების ძეგლი გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს. ამ 10 წლის განმავლობაში ტერიტორია 1 704 000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„2019 წელს მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი უნიკალური ბუნებრივი და ლანდშაფტური
ღირებულების საერთაშორისო აღიარებას.

მარტვილის კანიონი ვიზიტორებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. ქვით მოკირწყლული, 700-მეტრიანი წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ისტორიული დადიანების რეზიდენციის ტერიტორიას მიუყვება. მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ნავით გასეირნება მდინარე აბაშის 300-მეტრიან მონაკვეთზე, რომელიც სტუმრებს კანიონის სიღრმეში დამალული ბუნების ახლოდან გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

ამ 10 წლის განმავლობაში მარტვილის კანიონზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა და სანაოსნო სივრცე, დამონტაჟდა ღამის განათების სისტემა, დაემატა ზიპლაინი და კაფეტერია. მიმდინარე ეტაპზე კი მიმდინარეობს ვირტუალური რეალობის (VR) სისტემის დანერგვა, რაც ვიზიტორთა გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის განახლება-რეაბილიტაცია.

მარტვილის კანიონი ასევე წარმოადგენს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უწყობს ხელს დაცული ტერიტორიის განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, კანიონზე ტურიზმი უსაფრთხო და ორგანიზებული გახდა, ხოლო მიმდებარე მიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდა რესტორნების რიცხვი 1-დან 13-მდე; საოჯახო სასტუმროების რიცხვი 1-დან 200-მდე; აშენდა 15 მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმრო; დაარსდა 7 მარანი, ადმინისტრაციაში შეიქმნა 150 სამუშაო ადგილი, 350 ადამიანი არის თვითდასაქმებული
მარტვილის კანიონის განვითარების ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ ბუნების დაცვა და ეკოტურიზმის განვითარება არა მხოლოდ უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას, არამედ რეგიონების მდგრად განვითარებასაც უწყობს ხელს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს

29.11.2026.17:49

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის" გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
 
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.
 
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა