მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში იქნება შესაძლებელი
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებში ცვლილება შედის.
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი.
„საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება.
ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ“, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
08.06.2026.18:45
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.