მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა.
„დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია.
აღსანიშნავია, რომ ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
22.06.2026.13:32
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება; საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების განვითარებას.