მდინარე ხობისწყალზე ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების - გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი ფოლადრკინაბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 116 მეტრს შეადგენს, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრია.
ახალი ხიდი ორ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან და მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,7 მლნ. ლარით დაფინანსდა.
სხვა სიახლეები
სგპ ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
22.05.2026.12:00
მიმდინარე წლის 1-20 მაისის პერიოდში, ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 31 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა - ჯამში 22 700 ევრო, 286 750 აშშ დოლარი და 117 545 500 რუსული რუბლი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 5 111 090 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში 484 983 ლარის ოდენობით შეეფარდათ.