მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი", ,,სარფი" და ,,ქუთაისის აეროპორტი" დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 652 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, მათ შორის ოქროს ზოდი და მონეტები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 187 796 ლარი შეადგინა.
3 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 4 პირი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 36 205 ლარით დაჯარიმდა.
სხვა სიახლეები
,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა
07.08.2026.15:42
დედაქალაქში კამპანიური ხასიათის დასუფთავების აქციები გრძელდება. ამჯერად, „თბილსერვის ჯგუფმა“ მორიგი ღონისძიება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა.
აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, კომპანიის თანამშრომლებთან, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მამუკა ხაბარელთან და ვაჟა კოკაიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას, ასევე, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდნენ.
კამპანიის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. დასუფთავების მასშტაბური ღონისძიებები დედაქალაქის ყველა რაიონში ეტაპობრივად ჩატარდება.