მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა, 94 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რომელიც ერთ-ერთ მგზავრს პირადი მოხმარების საგნებში მალულად ჰქონდა განთავსებული.
ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
სხვა სიახლეები
ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
17.06.2026.10:52
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ალეშ მიხლი და უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ზოლტან კურალი.
პანელის მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ცენტრალური ბანკების საქმიანობაზე, მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასა და საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიებზე, სტეიბლქოინებისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების განვითარების ტენდენციებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ევროპის სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებიც გამართა. მხარეებმა განიხილეს ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პრაქტიკული გამოყენების საკითხები.
Central Banking-ის ყოველწლიური შეხვედრები ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და აქტუალური საკითხების განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.