მეფისქალაქი-რკონის გზის 13.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 13.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ორ მონაკვეთზე - კმ4-კმ13 და კმ13-კმ18-ზე მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული გზა ძირითადად ხრეშოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს. პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა: დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, მიერთებები, ადგილობრივი და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ავტოპავილიონი და საგზაო ნიშნები.
მეფისქალაქი-რკონის გზა კასპის მუნიციპალიტეტს ტურისტულად მნიშვნელოვან რკონის ხეობასთან აკავშირებს, ხოლო სოფლებს - რკონს, ჩაჩუბეთსა და ერთაწმინდას - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან. შესაბამისად, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, ასევე ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12.4 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ივნისს საქართველოში
24.06.2026.09:35
24 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც მზეა, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზეა, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს გვპირდებიან სინოპტიკოსები გორშიც, დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მზეა. დღისით +21 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში მზიანი დღეა. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზე იქნება, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალდონელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.