მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემას შეუერთდა

news image
mbc image

ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც 12 საფუტკრე მეურნეობას აერთიანებს, ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS) ჩაერთო.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ასოციაციამ ხელი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მოაწერა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასოციაციის წევრი საფუტკრე მეურნეობების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისი სტანდარტებით განთავსებას (საქართველოს მთავრობის დადგენილება #505).

მემორანდუმის მიხედვით, მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია შეძლებს ელექტრონულ სისტემაში საკუთარი წევრი საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის მართვას. ასევე, საფუტკრე მეურნეობებისთვის NAITS-ის რეგისტრაციის სერტიფიკატების მინიჭებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მეურნეობების მუშობის მაღალი ხარისხისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენაში სახელმწიფო, ფინანსურ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან ურთიერთობისას.

აღნიშნული თანამშრომლობა პირველი მაგალითია, როცა NAITS-ში  მეურნეობების ასოციაცია გაწევრიანდა. NAITS-ის ელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს. ასევე ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის, მათზე განხორციელებული მანიპულაციებისა და მფლობელების ან პასუხისმგებელი პირების შესახებ მთელი საქართველოს მასშტაბით.

2023 წლის იანვრიდან კანონით სავალდებულო გახდა საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციაც. კანონის მიხედვით, საფუტკრე მეურნეობებისთვის სავალდებულოა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის გავლა იმისათვის, რომ მათ შეძლონ ფუტკრის ოჯახების გადაადგილება, ყიდვა-გაყიდვა და მარკეტინგული საქმიანობები.

საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაცია, გარდა იმისა, რომ სურსათის უვნებლობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე წინ გადადგმული ნაბიჯია დედა ფუტკრის ექსპორტის მიმართულებით.

„საფუტკრეთა იდენტიფიკაცია და მათი NAITS-ში რეგისტრაცია, თავისთავად, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ფუტკრის ჯანმრთელობისა და მისგან მიღებული პროდუქტების მიკვლევადობის კუთხით. ცალკე აღნიშვნის ღირსია მეფუტკრეთა ასოციაციების აქტიური მონაწილეობა და მათი ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროცესში, რაც წევრი მეურნეობების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესს უზრუნველყოფს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის კონტროლს ფერმიდან - სუფრამდე. ეს კი, როგორც სახელმწიფოს, ასევე მეფუტკრეების ინტერესში შედის. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი პროდუქციის განთავსებას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა NAITS-ის პროექტის მენეჯერმა მიხეილ სოხაძემ.

„კერძო სექტორის დაინტერესება და ჩართულობა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას, კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას,“- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

„NAITS-ში რეგისტრაცია სისტემაში ჩართულ საფუტკრეებს და სადედე-სანაშენე მეურნეობებს ხელს შეუწყობს გეგმაზომიერი და პროგნოზირებადი ხარისხისა და რაოდენობის მეფუტკრეობის პროდუქციის და დედა-ფუტკრების  წარმოებაში; ხელს შეუწყობს საფუტკრეების ვეტერინარულ კონტროლს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად. ეს ფაქტორები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამარტო ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, არამედ მეურნეობების საზღვარგარეთელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა და საფუტკრე მეურნეობების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზვიად ლორიამ.

NAITS-ის პროექტს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა