მეტროს ფუნქციონირება სამუშაოების გამო დროებით იყო შეზღუდული, რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება - კახა კალაძე მეტროსადგურ „ვარკეთილზე“
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელთა განხორციელება მგზავრების მომსახურების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და გავაკეთეთ განმარტებები, რომ რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის უნდა იყოს დასრულებული. მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რაც ჩატარდა. ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით. ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო, რათა იმ კონსტრუქციამ, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში უნდა დაეკიდოს, წლებს გაუძლოს. პროექტი ვერ განხორციელდებოდა მაშინ, როდესაც მეტრო მგზავრებს ემსახურება, ამიტომ დროებით მოგვიწია მეტროს ფუნქციონირების შეჩერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სხვა სიახლეები
მთიანი რელიეფისა და მრავალფეროვანი კლიმატური ზონების გამო, საქართველოს დიდ რისკებს უქმნის წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები - სწორედ ამიტომ, ადრეული გაფრთხილებისა და კატასტროფების რისკის მართვის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება | ლევან ჟორჟოლიანი
06.10.2026.12:01