მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მეწარმეობის მხარდაჭერა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში დამტკიცდა 1200-ზე მეტი სესხი, ჯამური მოცულობით 60 მლნ ლარამდე. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციით დამატებით 2,643 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მეწარმეობის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ სეგმენტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - ეს გამოიხატება მთელ რიგ სახელმწიფო პროგრამებში როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ტექნიკური დახმარების, ექსპორტის ხელშეწყობის და სხვა მიმართულებებით.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ პოლიტიკის პოზიტიური შედეგები აღიარებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე. „საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში OECD - ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ყველა პარამეტრის მიხედვით და არის სამაგალითო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნები უყურებენ როგორც საუკეთესო გამოცდილებას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სააგენტომ ერთი წლის წინ აამოქმედა პროგრამა, რომელიც უშუალოდ მიკრომეწარმოების განვითარებას შეეხება. მისი შეფასებით, პროგრამა უნიკალურია თავისი შინაარსით და დიზაინით - სესხის საპროცენტო განაკვეთები ფიქსირებულია ყველა პარტნიორ ბანკში და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით სარგებლობენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ქალი მეწარმეები, მაღალმთიან რეგიონებში წარმოებული ბიზნესები და სხვ.

„ეკონომიკის სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რომ გამოვავლინოთ აღნიშნული სეგმენტის კონკრეტული საჭიროებები, რათა გაიზარდოს პროდუქტიულობა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო მეტ წარმომადგენელს ჰქონდეს საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა