მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროვოკაციული და ცილისმწამებლური განცხადება მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას - სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოთქმული ბრალდებები სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელის გამოყენებით გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ და ცილისმწამებლურ განცხადებას მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძესთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის სიცრუეში შეყვანას და პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციას.
სამსახური განმარტავს, რომ ირაკლი ნადირაძე და მასთან ერთად მყოფი სხვა სამი მსჯავრდებული განაწილებული არიან ოთხადგილიან საკანში, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების სრული დაცვით.
არც ირაკლი ნადირაძეს და არც საკანში მასთან ერთად განთავსებულ რომელიმე პირს რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის.
ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს არანაირი შეზღუდვა ამ ეტაპზე დაწესებულების მხრიდან არ აქვს; ის სარგებლობს როგორც სატელეფონო საუბრის, ისე პაემნის უფლებით. შესაბამისად, შეუფერხებლად შეუძლია გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედიაში მსჯავრდებულ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მეშვეობით სხვა დროსაც არაერთხელ გავრცელებულა ყალბი ინფორმაცია სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც თავისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყო გამოყენებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ამგვარი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და გაითვალისწინონ, რომ მსგავსი სახის განცხადებებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს უთანხმოება მსჯავრდებულებს შორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
28 აგვისტოს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
26.08.2026.12:06
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 28 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
28 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით, არ იმუშავებენ გაფორმების ეკონომიკური ზონები (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონების საქონლის გაფორმების და ლოჯისტიკის სამმართველოების, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოსა) და გაფორმების განყოფილებები.
აღნიშნულ თარიღში საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევაზე იმოქმედებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული, არასამუშაო დროისთვის/უქმე დღისთვის დაწესებული ტარიფი.
აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299. გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მათ შორის ელექტრონული) სარგებლობისას.