მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველომ შეძლო მდგრადი ეკონომიკური განვითარება - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

news image
mbc image

მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველომ შეძლო მდგრადი ეკონომიკური განვითარება - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების გაერთიანებულ შეხვედრაზე გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისას, რეფორმებისა და საინვესტიციო დღის წესრიგის განსაზღვრისას, საქართველო ორიენტირებულია გააძლიეროს და განამტკიცოს დაკავშირებადობის ფუნქცია.

მისი თქმით, ამ დროისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8 პროცენტი ეთმობა კაპიტალურ ხარჯებს, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ელექტრო-გადამცემი ხაზების მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საჯარო სერვისების გამარტივების, ციფრულ რეჟიმში დაბეგვრის, ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიმართულებით.

„დღეის მდგომარეობით, საქართველო გაწევრიანებულია ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემა NCTS-ში, სავაჭრო შეთანხმებები მოქმედებს ევროკავშირთან, ჩინეთთან და საერთო ჯამში 47 ქვეყანასთან და საბაჟო კავშირთან, ძალაშია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება 58 ქვეყანასთან. ამ ყველაფერმა მოითხოვა უზარმაზარი ძალისხმევა. საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში ცვლილებების განხორციელება და ციფრული პლატფორმების შექმნა. ხელშესახები შედეგები იზომება კონკრეტული ინდიკატორებით. საქართველო მე-3 ადგილზეა მარეგულირებელი ჩარჩოთი, მე-14 ადგილზეა საჯარო სერვისებში, მეორეზე - ოპერაციული ეფექტურობით B-Ready კვლევის მიხედვით (რომელიც ჩაანაცვლებს ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსს) და პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, ყოველწლიურად 9 პროცენტით იზრდება, რასაც თან ახლავს მიზნობრივთან ახლო ინფლაცია, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გაორმაგება, შეინიშნება ეკონომიკის სტრუქტურული ძვრები და ისეთი სერვისების ექსპორტი, როგორიცაა: განათლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტურიზმი.

დაკავშირებადობის გაძლიერების კონტექსტში ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა
სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებთან საგზაო მაგისტრალის ბოლო მონაკვეთების მშენებლობის დასრულების მნიშვნელობაზე.

„ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთობლივ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ერთი ფანჯრის კონცეფციით, რაც მოითხოვს პროცედურების და ინფრასტრუქტურის გამარტივებას. ვემზადებით გადამცემი ხაზების გაფართოებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი - წყალქვეშა ელექტროენერგიისა და ციფრული კაბელების აშენებით. ინვესტიციებს ვახორციელებთ ახალ ღრმაწყლოვან პორტში და ვგეგმავთ ახალი აეროპორტის აშენებას. შუა დერეფანს ყოველთვის ჰქონდა თავისი ნიშა და სწორედ ამიტომ დავიწყეთ მასში ინვესტირება ათწლეულების წინ. იმისათვის, რომ შუა დერეფანი ეფექტურ და სტაბილურ მარშრუტად ჩამოყალიბდეს და იქცეს სხვა მარშრუტების ნაწილობრივ ალტერნატივად, ის მოითხოვს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სამომავლო მხარდაჭერას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა