მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

მიმდინარე კონფლიქტის გავლენის გადმოცემა ჯერჯერობით შეზღუდულია საბანკო სექტორზე, ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკურ ზრდაზე - Fitch Ratings

news image
mbc image

Fitch Ratings-მა გადახედა ბაზისბანკის პერსპექტივას სტაბილურიდან პოზიტიურისკენ და დაადასტურა გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) „B+“-ზე.

რეიტინგის ცვლილება უკავშირდება ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის 96%-იანი წილის შეძენას, რომლის სრულ ინტეგრაციასაც ჯგუფი 2026 წლის ბოლოსთვის გეგმავს. აღნიშნული ტრანზაქცია ძირითადად დაფინანსებულია აქციონერების მიერ მოზიდული სახსრებით.

პერსპექტივის პოზიტიურად გადახედვა ასახავს Fitch-ის შეფასებას, რომ აღნიშნულმა შესყიდვამ საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ბაზისის კონსოლიდირებულ ჯგუფზე, რაც განპირობებულია ბიზნესის მასშტაბის მნიშვნელოვნი ზრდით, კონკურენტული პოზიციის გაძლიერებით და დივერსიფიკაციის გაუმჯობესებით.

Fitch-ის შეფასებით შიდა ეკონომიკური პირობების სიძლიერე კვლავაც დადებითად აისახება ბანკების მაჩვენებლებზე. მიგრანტების მნიშვნელოვანი როლი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ტურიზმის სექტორების ძლიერი განვითარება, ასევე საქართველოს გაზრდილი როლი სატრანზიტო ვაჭრობაში, 2022–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდას 9.5%-მდე ზრდიდა.

"2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო, ხოლო Fitch-ის პროგნოზით, 2026–2027 წლებში საშუალო ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება. ირანთან კონფლიქტის გავლენა ჯერჯერობით შეზღუდულია საბანკო სექტორზე, ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

ლობდერთი ბანკის (სექტორის აქტივების 5.6% 2025 წლის ბოლოსთვის) შეძენა ბაზისის მიერ (4.5%) მნიშვნელოვნად - ორჯერ მეტად ზრდის კონსოლიდირებული ჯგუფის ზომას და მას საბანკო სექტორში მესამე უმსხვილეს ჯგუფად აქცევს. აღნიშნული შესყიდვა ასევე გააძლიერებს ბანკის კონკურენტულ პოზიციას და დივერსიფიკაციას " , - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ გეგმას 106.7 მილიონი ლარით გადააჭარბა

05.10.2026.13:39

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებამ 106.1% შეადგინა - საკასო ხარჯმა 1 მილიარდ 859.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 106.7 მილიონი ლარით აღემატება.

9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 1 მილიარდ 752.5 მილიონი ლარის ათვისება, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 859.2 მილიონ ლარი შეადგინა.

სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა:

• საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ — 1 მილიარდ 186.5 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 110%-ია;
• საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ — 415.4 მილიონი ლარი, რაც გეგმის 94%-ია;
• საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ — 250.2 მილიონი ლარი, რაც გეგმის 112%-ია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა