მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ხარისხის კონტროლი ღვინის 86 კომპანიაში განხორციელდა

news image
mbc image

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 24 კომპანიაში განხორციელდა 61 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 177 ნიმუშიდანდარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 8 ნიმუშში.

ერთ კომპანიაში განხორციელდა 4 სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად. 4 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ ნიმუშში აღმოჩნდა.

შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 23 ობიექტი, 16 კომპანიის 34 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 10 კომპანიის 14 ნიმუშში.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 45 კომპანიაში, აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში.

ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 68 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო 3301 ნიმუში, საიდანაც ტესტირება ვერ გაიარა 121-მა, დადებითად შეფასდა 3180.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სემეკი შპს “მამედის” მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება

06.07.2026.17:58

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპს “მამედის” მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისათვის გაგზავნილ სმს შეტყობინებას ბუნებრივი გაზის ტარიფთან დაკავშირებით.

სემეკი აცხადებს, რომ შპს “მამედის” მიერ მოსახლეობისათვის გაგზავნილი სმს შეტყობინება, თითქოს მიმდინარე წლის 6 ივლისიდან ბუნებრივი გაზის გადასახადს მოსახლეობა მიიღებს კომერციული ტარიფით (1.29 ლარი/კუბ.მ) არის სრული სიცრუე და წარმოადგენს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.
სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობა ბუნებრივი გაზის გადასახადს გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, 47 თეთრი.მ.კუბ (დღგ-ს ჩათვლით).

სემეკი შეახსენებს დაინტერესებულ საზოგადოებას, შპს “მამედის” მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. აქვე, სემეკი განმარტავს, რომ შპს “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხებას. მომხმარებლები ბუნებრივ გაზს მიიღებენ უწყვეტად, სემეკის მიერ მოსახლეობისათვის დადგენილი ტარიფით (47 თეთრი/კუბ.მ).

გაზგამანაწილებელი კომპანიის “მამედის” ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების საფუძველია სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა. კერძოდ, შპს “მამედი” არ იხდიდა შესყიდული გაზის დაგროვილ დავალიანებას. ამასთანავე, მიუხედავად სემეკის მიერ დადგენილი ტარიფისა, შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავდა სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი/კუბ.მ დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა