მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

მიმდინარეობს სიღრმისეული და ძირეული რეფორმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზე „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყების მთავარი ამოცანაა თანამედროვე მოთხოვნებსა და სწრაფად ცვალებად გამოწვევებზე ეფექტიანი და მოქნილი რეაგირება.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამინისტრო პასუხობდეს იმ თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელ სამყაროში ძალიან სწრაფად იცვლება. სწორედ ამიტომ, სამინისტრო უნდა იყოს მოქნილი და ადვილად შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტრო სხვადასხვა ფორმით ძალიან ბევრ მომსახურებას გასცემს, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე რეფორმების მიზანია, გადაწყვეტილებების მიღება და მომსახურების გაცემა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.

„მიმდინარეობს სიღრმისეული და ძირეული რეფორმები როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომლებიც თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. სოფლის მეურნეობაში ჩვენი მთავარი მიზანია, ქართული პროდუქცია პირდაპირ ხარისხთან ასოცირდებოდეს. ამ პროცესში გარემოს დაცვა გამიჯნული არ არის, რადგან გარემოს დაცვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაში ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ. ჩვენი ამოცანაა, ქართული პროდუქცია ხარისხთან ასოცირდებოდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა

13.11.2026.16:35

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა