მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.6
-0.0092
flag
AZN 1.5271
-0.0006
flag
CNY 38.937
0.0002
flag
EUR 2.8943
-0.0139
flag
GBP 3.4571
-0.0094
flag
KZT 56.8
-0.0056
flag
TRY 0.0521
-0.0001
flag
USD 2.596
-0.0006
news banner

მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც საწინდარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც საწინდარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები იმართება.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასევე ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს.

„მინდა მოგილოცოთ თქვენ და სრულიად საქართველოს 26 მაისი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და თქვენთან ერთად ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება. კიდევ ერთხელ, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც საწინდარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის.

წლევანდელი წელი ამავდროულად არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ორმაგი დატვირთვაა. ერთი მხრივ, ჩვენ დღეს ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს, მაგრამ წელს ასევე ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი“, - აღნიშნა მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის კმ107-კმ112 მონაკვეთზე მოძრაობა 2 კვირით იზღუდება

27.10.2026.20:14

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ორი კვირით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა ასევე შეიზღუდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე და 112-ე კილომეტრებზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება. დროის ამ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადი ონის მიმართულებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის, ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუფთა-ონის საავტომობილო გზების გამოყენებით და პირიქით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა