მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე IGF-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა

news image
mbc image

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი, აბელ აბესაძე, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამთავრობათაშორისო ფორუმის (IGF) ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს წიაღის სექტორში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე გამოწვევები და დარგის განვითარების პერსპექტივები. IGF-ის ექსპერტების ვიზიტის მიზანია საქართველოს სამთო სექტორის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, რაც საფუძვლად დაედება ქვეყნის წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად მომზადდება IGF-ის სამთო პოლიტიკის ჩარჩოს შეფასების დოკუმენტი. შეფასება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოიცავს წიაღის სექტორის პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემოს ანალიზს და ხელს შეუწყობს საქართველოს წიაღის სექტორის მდგრად განვითარებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება - 30 დამსაქმებელი, აქტიური ვაკანსიები და სპიკერები მთავარ სცენაზე

19.10.2026.16:13

HR hub-ის ორგანიზებით, 20 ოქტომბერს, თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ მესამე პავილიონში, HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება სამუშაოს მაძიებლებს, დამსაქმებლებსა და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს გააერთიანებს და დასაქმებისა და კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი დამსაქმებელი და აქტიური ვაკანსიები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ მოთხოვნებსა და სამუშაო პირობებს, მიიღონ ინფორმაცია კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და უშუალოდ დამსაქმებლებს დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, კანდიდატებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაცნობა და კომპანიებისთვის შესაბამისი თანამშრომლების მოძიების ხელშეწყობა.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი „წარმატების სცენა“ იქნება, სადაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზასა და წარმატების ისტორიებს გაუზიარებენ დამსწრეებს. სპიკერებს შორის არიან საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების, ბიზნესის განვითარებისა და პროდუქტის მართვის სფეროების წარმომადგენლები.

ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ ინფორმაცია როგორც კონკრეტული ვაკანსიების, ისე დამსაქმებლების შესახებ, გაეცნონ პროფესიულ გამოცდილებას და გააფართოონ კარიერული შესაძლებლობები.

ღონისძიების შესახებ

  • თარიღი: 20 ოქტომბერი, 2026 წელი
  • დრო: 17:00–19:00 საათი
  • ადგილი: „ექსპო ჯორჯია“, მესამე პავილიონი, თბილისი, წერეთლის გამზირი №118
  • დასწრება: თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის
  • ორგანიზატორი: HR hub

დამატებითი ინფორმაცია და სიახლეების მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://hrhub.ge/jobstbilisi/

მედიასთან თანამშრომლობა

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ ღონისძიების ორგანიზატორებს, დამსაქმებლებისა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე სფეროს პროფესიონალებს. ფესტივალი იძლევა შესაძლებლობას, მომზადდეს სიუჟეტები დასაქმების, შრომის ბაზრის მოთხოვნების, კარიერული განვითარების, პროფესიული უნარებისა და დამსაქმებლებისა და კანდიდატების ურთიერთობის შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანა ნავდარაშვილი HR hub -ს დამფუძნებელი და დირექტორი

ვებგვერდი: https://hrhub.ge/jobstbilisi/

ელფოსტა: info@hrhub.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა