მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით - ირაკლი კობახიძე
მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.
„გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სოციალურ საკითხებს უკავშირდება:
მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი.
აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.
მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.
ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
EBRD მხარს უჭერს ევროკავშირში უდიდესი მზის ელექტროსადგურის პროექტს
12.10.2026.15:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელიც რუმინეთის ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე ტრანზიციის მხარდამჭერ უმსხვილეს ინსტიტუტებს შორისაა, ქვეყნის მზის ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობისა და ოპერირების დასაფინანსებლად 21.1 მილიონი ევროს ოდენობის უზრუნველყოფილ სესხს გასცემს. პროექტის დასაფინანსებლად გათვალისწინებული საფინანსო პაკეტის საერთო მოცულობა 561 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მზის ელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრე 1.3 გიგავატი იქნება.
პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტი EBRD-ის მიერ დღემდე დაფინანსებული განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი ობიექტი და ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური იქნება. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუმინეთის ენერგეტიკულ ტრანზიციაში, ენერგოუსაფრთხოებისა და ბიომრავალფეროვნების მიზნების მიღწევაში.
პროექტის განხორციელებას ბანკი 10-ზე მეტი კომერციული კრედიტორისგან შემდგარ კონსორციუმთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად აფინანსებს.