მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი

news image
mbc image

Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა და GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა მონაწილეობა მიიღეს “საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა ურბანული განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კონტექსტში“. ფორუმის დისკუსია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.

ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და მარეგულირებელი ორგანოს პირველი პირები. პანელურ დისკუსიაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ლევან ჟორჟოლიანთან და სემეკის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GGU ჯგუფისა და GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის მექანიზმები, თანამედროვე ურბანული განვითარების გამოწვევები, მდგრადი განვითარების მიზნები და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატარიფო პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო GWP-ის მიმდინარე საოპერაციო შედეგებსა და იმ მასშტაბურ ინვესტიციებს, რომლებსაც Aqualia, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ინვესტორი, ქვეყნის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს.

„მოხარული ვარ ფორუმში მონაწილეობით. Aqualia 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სფეროში არსებულ საკითხებზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგებზე თბილისში, რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. პროგრესი თვალსაჩინოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი დისკუსიები გვეხმარება მუდმივად ვიცოდეთ ქვეყნის პრიორიტეტები და მკაფიოდ დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი.

ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Aqualia-სა და „ჯივიპის“ ერთობლივი სტრატეგიული გეგმები პირდაპირ პასუხობს ქვეყანაში დარგის მდგრადი განვითარების ხედვებს და მიზნად ისახავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს

21.09.2026.17:16

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე დაწესებულების თანამშრომლებმა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს, - აღნიშნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.

„მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს. ამის გამო, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ამავე მიზეზით, 2025 წლის 21 დეკემბერს დავითაძე მოთავსდა დაწესებულების დეესკალაციის საკანში და მისი ოჯახის განმარტებით, სწორედ ამ დროს განხორციელდა მსჯავრდებულზე ღირსების შემლახველი ქმედება, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული სიცრუეა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანის და მისი იქ ყოფნის ამსახველი ჩანაწერები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კანონით დადგენილი წესით, გადასცა პროკურატურასა და სახალხო დამცველის ოფისს, 2025 წლის 29 დეკემბრის მოთხოვნის საფუძველზე. მასალის დათვალიერების შედეგად, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულზე ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

ამასთან, რადგან აღნიშნული მსჯავრდებული გამოირჩევა პროვოკაციული ქმედებებით, 2026 წლის 3 მარტიდან პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, უწყვეტად მიმდინარეობს გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის დაარქივება. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, გაასაჯაროოს როგორც გამოძიების მიერ გამოთხოვილი, ასევე უკვე მიმდინარე წლის მარტიდან გაკეთებული ვიდეოჩანაწერები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა