მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.6
0.0035
flag
AZN 1.5244
0.0002
flag
CNY 38.901
0.0075
flag
EUR 2.8343
-0.008
flag
GBP 3.3867
-0.0101
flag
KZT 56.28
-0.0056
flag
TRY 0.0512
-0.0001
flag
USD 2.5922
-0.0004
news banner

მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით - J.P. Morgan-ის წარმომადგენელი

news image
mbc image

„მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად", - ამის შესახებ J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განაცხადა.

J.P. Morgan-ის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაგრძელება და მსგავსი შეხვედრების ყოველწლიურ ტრადიციად ქცევა სურთ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი საოცარი მასპინძელი და პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამის გაგრძელებას, რათა მომავალში ეს ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ", - განაცხადა მან.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაში 15-მდე ქვეყნის , მათ შორის პოლონეთის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, თურქეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ვიცე-პრეზიდენტები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.11.2026.21:04

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე  დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა