მოლოდინი გვაქვს, რომ წელს უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება BARTA-ს კონკურსში - მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი ირინა გორდელაძე
მსოფლიო ბანკის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, BARTA-მ მიაღწია სიმწიფეს და მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება წელს იყო, რომ გარკვეულწილად უფრო მნიშვნელოვანი როლი მიენიჭოს ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, პარტნიორებს, მფლობელებს, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უფროსმა კონსულტანტმა მართვის საკითხებში ირინა გორდელაძე, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსის მიმდინარე პროცესებსა და 2025 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
"მოლოდინი გვაქვს, რომ წელს უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება კონკურსში. წინა წლებთან შედარების შეიცვალა თარიღი - უფრო მეტი დრო მივეცით წელს კომპანიებს, რადგან რაღაც განსხვავებული გვჭირდება. 31 ოქტომბრის ნაცვლად იქნება 30 ნოემბერი ბოლო განაცხადის მიღებისთვის. იმედი გავქვს, რომ მეტი კომპანია შემოიტანს განაცხადს,"- განაცხადა მან.
რაც შეეხება ნომინაციებს, გორდელაძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს კონკურსში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება. უცვლელად რჩება „საუკეთესო დებიუტანტი კომპანიის“ ნომინაციაც, რომელიც ახალ მონაწილეებს პირველივე წელს მაღალი ანგარიშგების სტანდარტის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
ასევე, კონკურსი კვლავ შეაფასებს კომპანიებს სამ კატეგორიაში: მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო კომპანიები. თითოეულ კატეგორიაში გაიცემა მთავარი პრიზი, საპატიო ჯილდო და საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების სპეციალური პრიზი.
“ჩვენ გვაქვს კლასიკური ნომინაციები სამ კატეგორიაში - მსხვილი ფინანსური კომპანიები; მსხვილი არაფინანასური კომპანიები და მცირე და საშუალო კომპანიების ნომინაციების კატეგორიები. ამ სამ კატეგორიაში გაიცემა პრიზები, როგორც საუკეთესო გამარჯვებულისთვის, ასევე საპატიო ჯილდო გაიცემა იგივე ნომინაციებში და საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგების პრიზი,“ - აღნიშნა მან.
BARTA 2025 მზადების ეტაპზეა და კონკურსის ძირითადი პრინციპები უცვლელია. კონკურსი ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისთვის და ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირად ითვლება. განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი 2026 წლის თებერვალში საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.