მომავალი წლის დასაწყისში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდება, რაც ბიზნესს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსზე წვდომას მისცემს და, ვფიქრობ, ზოგადად ეკონომიკურ ზრდასაც წაადგება | ვახტანგ შურღაია
მომავალი წლის დასაწყისში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდება, რაც ბიზნესს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსზე წვდომას მისცემს და, ვფიქრობ, ზოგადად ეკონომიკურ ზრდასაც წაადგება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.
„წლის ბოლომდე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება ინვესტიციები VASP-ების მიმართულებით. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ დარეგულირდა მეტად, მეტად ფინანსური ვალდებულებებიცაა კომპანიებში და ამ მიმართულებით, ალბათ, იქნება ბევრი მსხვილი მოთამაშე, გამოჩნდება.
ასევე, მომავალი წლის დასაწყისში ფაქტორინგის შესახებ კანონი ამოქმედდება, რაც ასევე მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსზე წვდომას მისცემს ბიზნესს და ესეც წაადგება, ვფიქრობ, ზოგადად ეკონომიკურ ზრდას“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.
სხვა სიახლეები
წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით - დავით სონღულაშვილი
09.10.2026.11:22
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას მეღვინეობის დარგში მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხარისხიანი ყურძნის წარმოების წახალისება და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდაა.
„წელს საუკეთესო ხარისხის მოსავალი გვექნება, ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე დიდი მოსავალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანთან ასოცირებული. გასულ წლებში, რაც მეტ ყურძენს მოიყვანდა მევენახე, მეტ შემოსავალს იღებდა და მას არ ჰქონდა ინტერესი, ეწარმოებინა ხარისხიანი ყურძენი. არ შეიძლება, რომ ქართული ღვინო გათვლილი იყოს რაოდენობაზე და ეს თითოეულმა მევენახემ და მეღვინემ არაჩვეულებრივად იცის. მეღვინეობის დარგის რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - ვაწარმოოთ ხარისხიანი ყურძენი, რომლის საზომიც არის შაქრიანობა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარეობაზე საუბრისას.
მისი განცხადებით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს.
„კახეთში ყურძნის გადამუშავებამ 206 ათას ტონას გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბი და ღვინის საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წლევანდელი რთველი გამოირჩევა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით. ხარისხიანი ღვინის მიღება შეუძლებელია ხარისხიანი ყურძნის გარეშე - ხარისხიანი ღვინო იბადება ვენახში. სწორედ ამას ემსახურება ყურძნის ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების სისტემის დანერგვა, რაც მევენახეებს აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად იზრუნონ ყურძნის ხარისხზე“, - აღნიშნა მინისტრმა.