მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მომხდარი ტრაგედიით ყველა ისედაც დათრგუნულია, ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ - შალვა პაპუაშვილი

news image
mbc image

გრძელდება სამაშველო ღონისძიება, უკვე ტექნიკა გადასულია მეორე ნაპირზე, გზის გაკვალვა ნელ-ნელა ნაწილობრივ ხდება, იმისთვის რომ ტექნიკამ მეორე ნაპირზე შეძლოს სრულად მუშაობა. თავდაცვის სამინისტროს ძალებიც ადგილზე არიან და ხედავთ, თუ რამ მდგომარეობაა კურორტ შოვში - ფაქტობრივად, აღარ არის ის ტერიტორია ისეთი, რომელიც ჩვენ გვახსოვს და კიდევ ერთხელ, ეს განსაკუთრებულ მწუხარებას იწვევს ჩვენში,  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სოლიდარობა და კონსოლიდაცია და არა გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა.

 

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელით და მედიით გავრცელებულ რამდენიმე ფაქტზე, რომლებმაც  საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული 2021 წლის კვლევა, ეხებოდა არა მდინარე ბუბას, არამედ  მდინარე ღვიორას, რომელსაც  შოვში მომხდარ სტიქიასთან საერთო არ აქვს. გარდა ამისა, მდინარე ბუბას კალაპოტი გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიცვალა და ამ თემით აპელირებაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს.

 

პაპუაშვილის განცხადებით, ტყუილია ისიც, თითქოს, წყალი ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა. როგორც მან განმარტა, წინასწარი მონაცემებით, მასის მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ჩამოსვლას რამდენიმე წუთი დასჭირდა. 

 

"მინდა, ყველას მივმართო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. რამდენიმე საკითხი მინდა დავასახელო, რომელიც სამწუხაროდ გუშინ გავრცელდა და იწვევს ხოლმე ისტერიას რაღაც საკითხები. მაგალითად, გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს ეს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას, რომ იყო ღვარცოფის საშიშროება. არის აბსოლუტურად სხვა მდინარეზე საუბარი, ღვიორაზე, რომელიც სულ სხვა ქედია  და სხვა ხევი არის და ვნახეთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ამას პანიკურად აზიარებდნენ, მათ შორის მედიის საშუალებითაც.

 

მე მივმართავ "მწვანე ალტერნატივას", რომელიც იყო ამის ინიციატორი, მანაც იქნებ დაწეროს ამის შესახებ, რომ მცდარი იყო ინფორმაცია და არანაირი კავშირი ღვიორას ამ სტიქიასთან არ აქვს.

 

მეორე: იყო საუბარი, თითქოს კალაპოტი იყო შეცვლილი "სანსეტ შოვის" მიერ, ესეც ტყუილია. კალაპოტი არის ნამდვილად შეცვლილი, თუმცა 60-იან წლებში და არანაირი კავშირი მას ჩვენს თანამედროვეობასთან არ აქვს.

 

მესამე: ასევე მედიაში გავრცელდა, თითქოს ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა წყალი და მდინარე ბუბაში ორი დღე წყალი არ იყო ან დაწეული იყო - ესეც არის ტყუილი. ჩვენ დღეს სავარაუდოდ გვექნება გეოლოგიური დასკვნა პროცესებთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით,  მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ამ ღვარცოფული ქვა-ღორღის ჩამოსვლას, სულ რამდენიმე, დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდა და დაგროვებაც იყო ძალიან მცირე პერიოდში, ამაზე კიდევ გვექნება საბოლოო დასკვნა.

 

ამიტომ, მინდა ყველას მივმართო: ახლა არ არის დრო, დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, მომხდარი ტრაგედიით ყველა ისედაც დათრგუნულია, ახლა არის სოლიდარობის, კონსოლიდირების დრო და ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა