მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მომხმარებელის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები გამოცხადდა

news image
mbc image

საქართველოში, მომხმარებელის უფლებების დაცვის, 2024-2026 წლების, პირველ ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია  მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიზნები და ამოცანები.  სტრატეგია მოიცავს  - მომხმარებელთა დაცვის რეგულირებისა და აღსრულების ამჟამინდელ სტატუსს, არსებულ გამოწვევებს, რომლებსაც  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები აწყდებიან და მიმოიხილავს იმ აუცილებელ ზომებს, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მისაღწევად არის საჭირო.

სტრატეგია შემუშავებულია - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის  სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ეროვნული კომპეტენტური ორგანოების - საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიისა და მომხმარებლის დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებული პასუხების, რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სტრატეგია ასახავს  - მომხმარებელთა დაცვის სფეროში, ევროკავშირის და სხვა ქვეყნებში მიღებულ საერთაშორისო გამოცდილებას. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალ  დღის წესრიგს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციებს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშებს. ასევე, ევროკავშირის უახლეს კანონმდებლობას მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და 2015 წელს, გაეროს მდგრადი განვითარების სამმიტზე მიღებულ მიზნებს (Sustainable Development Goals, SDGs) - მსოფლიოს განვითარების „დღის წესრიგი" 2015-2030 წლებისთვის.

- სტრატეგიის სრულყოფის მიზნით, 2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, ცხადდება საჯარო კონსულტაციები.

- საჯარო კონსულატციებში მონაწილების მიღება და სტრატეგიის შესახებ უკუკავშირის გამოგზავნა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.  

 - საჯარო კონსულატაციებში მონაწილების მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge
 - საჯარო კონსულტაციის ფარგლებში, სურვილის შემთხვევაში, სტრატეგიის სრული დოკუმენტი, ელექტრონული ფოსტის საშუალებით,  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეწოდება.

2024  წლის 9 თებერვალს, 16:30 საათზე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, დოკუმენტის განხილვა გაიმართება. მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-9 სართული. განხილვაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა